ძუ ლომის უშედეგო "ფლირტმა" ხვადთან ინტერნეტ მომხმარებლები გაამხიარულა (სახალისო ვიდეო)
ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა სახალისო ვიდეო, სადაც ძუ ლომი ხვადის მოხიბვლას საოცარი მეთოდებით ცდილობს - ის დადის მამრის გარშემო, მის ცხვირწინ წვება, თუმცა, ცხოველთა მეფე მას ყურადღებას არ აქცევს.

რამდენიმე წუთის შემდეგ, იმედგაცრუებული ძუ, "ქმრის" ზურგზე ძვრება, თუმცა, ლომი მეორე ნახევრის ფლირტზე სრულ იგნორირებას ახდენს. საბოლოოდ, ცხოველთა მეფე ადგა და წავიდა, მაგრამ ძუ მაშინვე მის კვალს გაჰყვა.

გარეულ ცხოველთა სამყაროს საოცარმა კადრებმა "Daily Mail"-ის პორტალის ყურადღება მიიქცია და სახალისო სტატიაც მიუძღვნა, ხოლო ძუ ლომის მცდელობამ, რომელიც ხვადის ყურადღებას ითხოვს, ინტერნეტ მომხმარებლებს საკუთარი
ცხოვრება გაახსენა: "ყველაფერი ისე როგორც ადამიანების ცხოვრებაშია", - წერს კომენტარებში ერთ-ერთი ინტერნეტ მომხმარებელი. "მე სწორედ ასე
ვიქცევი, როდესაც ვცდილობ, ქმარმა ყურადღება მომაქციოს", - ხუმრობით აღნიშნა ერთ-ერთმა ქალმა.

ასევე იხილეთ:

ცხოველთა მეფესაც კი ეშინია ძუ ლომის - უნიკალური ფოტო, რომელიც მონადირემ საფარაში გადაიღო

ხვადმა კატამ დაინახა, რომ შეყვარებული ღალატობს, მისმა რეაქციამ ყველა გააკვირვა

ძუ ლომმა ხვადს ეჭვიანობის სცენა მოუწყო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?