ხვადი კატა მიტოვებულ ლეკვებს თაგვებით კვებავდა
ხვადი კატა მიტოვებულ ლეკვებს თაგვებით კვებავდა
ზოგჯერ ცხოველების საქციელი ამოუცნობია, თუმცა, მათი კეთილშობილება საზღვრებს სცდება. სწორედ ამისი მაგალითია კატა, რომელმაც უდედოდ დარჩენილი ექვსი ლეკვი გამოკვება. 

შემთხვევა ქალაქ ანაპაში (რუსეთი) მოხდა. პატარა ცხოველები უპატრონოდ იყვნენ ტყის პირას, სწორედ იქ ელოდებოდნენ ისინი "მამინაცვალ კატას", რომელსაც მათთვის მონადირებული თაგვები მიჰქონდა.

Zooclub

როდესაც მათ შესახებ ადგილობრივმა მცხოვრებმა შეიტყო, გადაწყვიტა, ლეკვები და კატა სახლში შეეფარებინა.

ქალმა "დიდ ოჯახს" გამოუყო თბილი ადგილი და ყოველდღე გემრიელად კვებავდა. ლეკვები მალე დაიზარდნენ, თუმცა, კატა მათ მიმართ კვლავ იჩენდა ყურადღებას და მშობელივით ზრუნავდა. ქალმა ლეკვებს მზრუნველი პატრონები
უპოვა, ხოლო ბოლოს, კატა გააჩუქა ცხოველთა მოყვარულ ადამიანზე.

ასევე იხილეთ:

მეგობარ კატასთან განშორების შემდეგ ძაღლს
დეპრესია დაეწყო


შიმპანზეები უნარშეზღუდულ შვილებს უვლიან

კატა იცავდა და უყვარდა ბავშვი, სანამ ის დაიბადებოდა. დაბადების შემდეგ კვლავ გვერდიდან არ შორდება მას
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?