ძუ ლომმა ხვადს ეჭვიანობის სცენა მოუწყო (+ვიდეო)
თვითმხილველმა მტაცებლის ეჭვიანობის სცენა ვიდეოზე გადაიღო. ინციდენტი ქალაქ ჰასმისში (აფრიკა) მდებარე ნაკრძალში მოხდა.

სიუზან სკოტის (ვიდეოს ავტორი) თქმით, ხვადმა ლომმა ყურადღება გამოხატა ალბინოსი ძუს მიმართ. ფლირტის გადაღება გოგონამ ვერ მოასწრო, თუმცა, მან მეორე ძუ ლომის გაცეცხლებული რეაქცია აღბეჭდა.

როგორც ჩანს, მდედრმა მტაცებელმა მეორე ნახევრის ღალატი ვერ აიტანა და  "ცხოველთა მეფის" მიმართ აგრესია გამოხატა.

მოღალატე ხვადი იძულებული გახდა, უკან დაეხია და ჩხუბში არ ჩართულიყო, თუმცა, დაძაბულმა ტალღამ მალე გადაიარა და წყვილი ერთმანეთის მიმართ ძველებურად გამოხატავდა თბილ დამოკიდებულებას.

იხილეთ ვიდეო, თუ როგორ
მოუწყო "ცხოველთა დედოფალმა" თავის მეორე ნახევარს ეჭვიანობის სცენა.

ასევე იხილეთ:

ძაღლის რეაქცია, როდესაც პატრონი მის
საყვარელ სათამაშოს ეფერება...


რას აკეთებს ეჭვიანი ძაღლი, როდესაც ბებია ბავშვის ხელში აყვანას ცდილობს

კატის ისტერიკული რეაქცია, როდესაც პატრონმა სახლში ძაღლი მიიყვანა
manana
ისე მოღალატე კაცებს ჩვენც ასე უნდა მოვექცეთ.კარგი მაგალითია.
lelas
ყველა ქალი განა ქალია....
ლელა
ყველა კაცი ერნაირია)))
manana
მაგარი ქალია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?