ბრძოლა სავანაში: პატარა ჯიქი ვარანის წინააღმდეგ (+ვიდეო)
ბერძენი ტურისტი კოსტა ფრანგესკიდესი, რომელიც ზამბიაში კეინგუს საფარი-პარკს სტუმრობდა, იშვიათი სანახაობის მომსწრე გახდა - მან ვიდეო კამერაზე გადაიღო ახალგაზრდა ჯიქისა და ვარანის ბრძოლა.

ბრძოლის შედეგის წინასწარმეტყველება რთული იყო. ვარანი - დიდი ზომის ხვლიკია, რომელსაც შეუძლია კუდის დარტყმით მტაცებელს ძვლები დაუმტვრიოს. გარდა ამისა, ის არასოდეს გარბის და არ ნებდება.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოს რამდენიმე დღეში 2 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა.

ბერძენი ტურისტის თქმით,  ის და მისი ჯგუფის წევრები მართლაც, რომ იშვიათი სანახაობის მომსწრენი გახდნენ. "თავიდან ვარანის გვერდით ორი ჯიქი იჯდა. მტაცებლები ყურადღებით ათვალიერებდნენ
ხვლიკს, რა თქმა უნდა, ნადავლის მიზნით, თუმცა, ვარანზე თავდასხმა მხოლოდ ერთმა ჯიქმა გაბედა."

Zooclub

უზარმაზარი ხვლიკი
მიხვდა, რომ საფრთხეში იყო და გამწარებული კუდს იქნევდა.

"ბრძოლა რამდენიმე წუთი გრძელდებოდა, თუმცა, ბოლოს ვარანმა შეცდომა დაუშვა - მან ჯიქს ნება, მისცა ზურგიდან მიახლოებოდა. მტაცებელს დიდხანს არ უფიქრია, ნადავლს კბილები კისერში მოჰკიდა და მასთან ერთად ბუჩქებისკენ გაიქცა. დარწმუნებული ვარ, რომ ვარანმა თავდასხმა ვერ გადაიტანა", - ამბობს კოსტა ფრენკესკიდერი.

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ კადრები დაძაბულია, კარგად გადმოსცემს ველური ბუნების ცხოვრებას და მათი ბინადრების ყოველდღიურ ბრძოლას გადარჩენისთვის. 

წყარო: dailymail

ასევე იხილეთ:

ანტილოპა, რომელსაც ავაზა დაედევნა, გადასარჩენად ტურისტების მანქანაში ჩახტა

არწივისა და მელიას "დრამატული" შერკინება ნადავლისთვის, ვიდეოზე მოხვდა

ცხოველთა მეფესაც კი ეშინია ძუ ლომის - უნიკალური ფოტო, რომელიც მონადირემ საფარაში გადაიღო

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?