ანტილოპა, რომელსაც ავაზა დაედევნა, გადასარჩენად ტურისტების მანქანაში ჩახტა (ველური ბუნების საოცარი კადრები)
ტურისტების თვალწინ საოცარი "წარმოდგენა" გაიმართა. მათ წინ ჩაიქროლა გაზელების (ანტილოპას სახეობა) ჯოგმა, რომელსაც რამდენიმე ავაზა მისდევდა. მშიერი მტაცებლები ჯოგს გასაქანს არ აძლევდნენ, თუმცა, წამებში ყველაფერი შეიცვალა.

ვინ იფიქრებდა, რომ ველურ ბუნებაშიც ხდება საოცრებები?!

ავაზები ჯოგს ჩამორჩენილ გაზელს დაედევნენ და თითქოს ყველაფერი ნადავლის მოპოვებით უნდა დამთავრებულიყო, როცა საშველად ადამიანები გამოჩნდნენ. მსხვერპლი ტურისტების მანქანაში დიდი ნახტომით შევარდა.

შესაძლოა, მას ადამიანებისაც შეეშინდა, თუმცა, ვიდეოს ავტორის თქმით, ცხოველი გადარჩა.

ასევე იხილეთ:

ნაკრძალის თვალიერებისას ავაზა ტურისტების ჯიპში ჩახტა...

ძუ ლომმა ტურისტებზე თავდასხმა სცადა, თუმცა, მან ნახტომის მანძილი ვერ გათვალა

ხვადი
ლომი ტურისტებზე თავდასხმის მცდელობით ცდილობს, ძუ ლომს თავი მოაწონოს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?