ანტილოპამ ლამის თავისი ახალშობილი მოკლა, როდესაც მას ტურებისაგან იცავდა (ემოციური ვიდეო)
კრიუგერის ეროვნულ პარკში მოგზაურობისას, ტურისტები არათანაბარი ბრძოლის მოწმენი გახდნენ- ანტილოპა გნუ ტურებისაგან თავის ახალშობილს იცავდა. ცხოველი მტაცებლების ტერიტორიიდან გაგდებას ცდილობდა, სწორედ ამ ბრძოლაში, დაბნეულმა ანტილოპამ თავისი ნაშიერი ლამის მოკლა.

ვიდეო მარსელ და ჯეიმი ლეტისებმა გადაიღეს. კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობენ ტურები პატარა ანტილოპაზე თავდასხმას.

იმ დროს, როცა მტაცებლები შეტევაზე მიდიოდნენ, დედა ანტილოპა მთელი ძალებით ცდილობდა თავისი ნაშიერის დაცვას, ხოლო ერთ მომენტში მან შემთხვევით რქებით გადააგდო ახალშობილი ცხოველი.

Zooclub

ტურებმა თავდასხმის სტრატეგია შეიმუშავეს: ყოველ ჯერზე, როდესაც დედა ანტილოპა ბრუნდებოდა ერთ მტაცებელთან და მეორეს
იგერიებდა, ზურგით მდგომი ტურა პატარა არსებას თავს ესხმოდა.

"ჩვენ კრიუგერის ნაციონალურ პარკს ვესტუმრეთ, ვცდილობდით, ცხოველები
გვეპოვა. თავიდან ტურები ვერ შევამჩნიეთ, მაგრამ მალევე დავინახეთ, რომ დედა ანტილოპა თავის ახალშობილს მათგან იცავდა. ამ სურათს ემოციის გარეშე ვერ ვუყურე, კიდევ უფრო გაოცებული ვიყავი, როდესაც დედა ანტილოპამ თავისი ნაშიერი შემთხვევით რქებით ჰაერში ააგდო. პატარა ანტილოპასთვის შესაძლებელია ეს სიცოცხლის დასასრული იყო, ამიტომ ჩვენ ვეღარ გავუძელით ამ სურათის ყურებას. ტერიტორია დავტოვეთ, თუმცა, თვალებიდან ცრემლები დიდხანს მდიოდა", - ამბობს ჯეიმი.  

ასევე იხილეთ:

სპილოების ჯოგმა მშიერი ლომებისგან პატარა სპილო გადაარჩინა

ანტილოპას საოცარი ნახტომი ლომებისგან თავის დასაღწევად

ქათამი თავის კვერცხებს ვირთხისგან იცავს

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?