გრიზლების დაუნდობელ ბრძოლას, შეშინებული მგელი შორიდან აკვირდება (ემოციური ვიდეო)
კანადის პროვინციაში, ბრიტანეთის კოლუმბიის ცენტრალურ გზაზე, ორი გიგანტი გრიზლის დაპირისპირება თვითმხილველმა ვიდეოზე გადაიღო, რის შემდეგაც კადრები ინტერნეტ სივრცეში ჰიტად იქცა - ორ დღეში მას რამდენიმე მილიონი ნახვა ჰქონდა. ეპიკური შერკინების ფონზე ბევრმა ვერ დაინახა კადრებში გამოჩენილი მგელი, რომელიც მოშორებით აკვირდება ორი მტაცებლის ჩხუბს.

ბრიტანეთის კოლუმბიის მცხოვრებმა, კერი მაქჯილივრიმ  ვიდეო შემთხვევით გადაიღო და სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ატვირთა. "იშვიათად ვავრცელებ ვიდეოს, მაგრამ ეს უიშვიათესი კადრები იმსახურებს, რომ ყველამ ნახოს", - წერს კერი საკუთარ გვერდზე.

Zooclub

სოციალურ ქსელში გავრცელებიდან 24 საათში, ვიდეოს რამდენიმე მილიონი
ნახვა და 1,8 მილიონი გაზიარება ჰქონდა.

Zooclub

უზარმაზარი დათვების  ფიზიკური დაპირისპირება იმდენად შთამბეჭდავია, რომ ცოტამ თუ
დაინახა მოშორებით მდგარი, თითქოს შეშინებული მგელი.

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

ორი იმპალა ერთმანეთთან იბრძოდა, როდესაც მათ ჯიქი თავს დაესხა

ფოტოგრაფმა ხვადი ლომების ეპიკური შერკინება ეჭვიანობის გამო, ნაკრძალში შემთხვევით გადაიღო

ანტილოპამ ლამის თავისი ახალშობილი მოკლა, როდესაც მას ტურებისაგან იცავდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?