სანაპიროს ბინადარი ცხოველები გაჭირვებამ გააერთიანა (+ფოტო)
სანაპიროს ბინადარი ცხოველები გაჭირვებამ გააერთიანა (+ფოტო)
ნებისმიერ ბინადარს შეამჩნევთ, რამდენად მზრუნველ, თბილ და მოსიყვარულე ოჯახში ცხოვრობს. ალბათ ბევრჯერ შეგიმჩნევიათ ქუჩის ძაღლი ან კატა, რომლებსაც დარდი, ტკივილი და შიმშილი სახეზე ეტყობათ.

სამწუხაროდ, ყველა ცხოველი ბედნიერი არ არის და უსახლკარო ცხოველების პრობლემა მთელ მსოფლიოში არსებობს. მათი კეთილდღეობისთვის არა ერთი ცხოველთა დამცველი, ორგანიზაცია და  ცხოველთა მოყვარული ზრუნავს.

სწორედ ასეთი ადამიანები არიან დიანა და ჯეფ ჰეილები, რომლებიც მინესოტადან ლა-პასის (მექსიკა) სანაპიროზე წავიდნენ, სადაც უამრავი უპატრონო კატა და ძაღლი ბინადრობს. ადგილზე 34 ძაღლი და 8 კატა დახვდათ. წყვილმა ადგილობრივ თავშესაფარს მიმართა,
თუმცა, იქ ცხოველების დასაბინავებლად ადგილები აღარ იყო.

ცხოველთა მოყვარულმა წყვილმა თავის  Facebook-ის გვერდზე დაწერა:

"როგორც
ჩანს, გამოსავალი არ არის, რომ ეს ცხოველები სადმე დავაბინავოთ. ჩვენ მათ ყოველდღიურად ვაწვდით საკვებს, თუმცა, ძალიან უმწეოები არიან. აუცილებლად ესაჭიროებათ დახმარება და ზრუნვა. გაოცებულები ვართ მათი კეთილგანწყობით. ისინი ერთმანეთის მიმართაც ძალიან მეგობრულები არიან. ეს სანაპიროს ბინადრები გაჭირვებამ გააერთიანა."

Zooclub

ჯეფმა და დიანამ ამ ცხოველების დასახმარებლად გააკეთეს ფონდი, სახელად "Baja 34". მათი მიზანია ცხოველებს მოუძებნონ მზრუნველი ოჯახები, ხოლო შემოწირული თანხა  ხმარდებათ სანაპიროზე მცხოვრები ძაღლებისა და კატების კვებასა და ვეტერინარულ მომსახურეობას.

და მართლაც, რამდენიმე ძაღლმა მალევე იპოვა მზრუნველი ოჯახი.

Zooclub

ჯეფისა და დიანას ამბავი სწრაფად გავრცელდა. მათ არა ერთ ადამიანს მისცეს მაგალითი. უამარავი ადამიანი სხვადახვა ქვეყნიდან გულშემატკივრობს და ფინანსურად ეხმარება წყვილს. ბევრმა ცხოველმა იპოვა მოსიყვარულე ოჯახი და კიდევ არა ერთი ძაღლი და კატა ელის მზუნველ პატრონს, თუმცა, გაჩუქებამდე ამ ცხოველებს დიანა და ჯეფი მაქსიმალურ დახმარებას უწევენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ: 

მგლების თავშესაფარი კოლორადოს შტატში

საოცარი მოგზაურობა მელიების სამეფოში

მამაკაცი ცხოველების გამო, რადიაციულ საშიშ ზონაში დაბრუნდა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?