error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/60c1f7a26e61b1a37e1a528078dc0e97.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
მამაკაცი ცხოველების გამო, რადიაციულ საშიშ ზონაში დაბრუნდა
მამაკაცი ცხოველების გამო, რადიაციულ საშიშ ზონაში დაბრუნდა
კაცობრიობის ერთ-ერთი დიდი ტრაგედი მატერიალური ზარალი და უსახლკაროდ დარჩენილი უამრავი ადამიანი, სწორედ ეს არის ფოკუსიმაზე (იაპონია) მომხდარი კატასტროფის შედეგები. სამწუხაროდ, ამ ფაქტმა მხოლოდ ადამიანები არ დააზარალა. რადიოაქტიურ ზონაში პატრონისგან მიტოვებული უამრავი ცხოველი დარჩა.

ერთადერთი ადამიანი, რომელსაც არ დავიწყებია უმწეო არსებები 55 წლის ნაოტო მაცუმურაა, ყოფილი მშენებელი, რომელიც ფუკუსიმაზე ცხოველების დასახმარებლად ცხოვრობს.

მას იცნობენ, როგორც "ცხოველების დარაჯს". მამაკაცი ყოველდღიურად კვებავს საშიშ ზონაში მყოფ უპატრონო ცხოველებს. ნაოტომ კარგად იცის, რომ მისი ჯანმრთელობისთვის ამ ტერიტორიაზე ყოფნა სახიფათოა, თუმცა, უარს ამბობს ადგილის დატოვებაზე, მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ
ცხოველების სიყვარულია.

Zooclub

სხვა ადგილობრივი ადამიანების მსგავსად, თავიდან ნაოტომაც მიატოვა თავისი საცხოვრებელი, თუმცა, რამდენიმე ხნის შემდეგ
ისევ დაბრუნდა.

პირველად იგი სახიფათო ტერიტორიას თავისი ბინადრების გამო ესტუმრა, თუმცა, შემდეგ აღმოაჩინა, რომ იქ მყოფ თითქმის ყველა ცხოველს სჭირდებოდა მისი დახმარება.
"ექიმებმა მითხრეს, რომ 30-40 წელში რადიაცია უარყოფითად იმოქმედებს და შემდეგ, მალევე დავიღუპები, თუმცა, ეს მე არ მადარდებს"- ამბობს მამაკაცი.

Zooclub

ნაოტომ აღმოაჩინა, რომ ათასობით ძროხა გამოკეტილი იყო ბოსელში და ტანჯვით კვდებოდა. ასევე გაათავისუფლა ბევრი ძაღლი, რომლებიც საკვებისა და წყლის გარეშე, ჯაჭვით იყვნენ ეზოებში დაბმულნი.

სახელმწიფო უკრძალავს მას იქ ყოფნას, თუმცა, ნაოტოსთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ცხოველებია და ის არ აპირებს მათ მიტოვებას.

Zooclub

მამაკაცი 2011 წლიდან დღემდე ზრუნავს ფოკუსიმაზე მყოფ უპატრონოდ დარჩენილ ცხოველებზე. მას ჰყავს არა ერთი გულშემატკივარი, რომლებიც უგზავნიან საკვებს, მედიკამენტებსა და სხვადასხვა საჭირო ნივთს.

ასევე იხილეთ:

სირიის მცხოვრები თავისი ხელფასის ნაწილს უსახლკარო კატებზე ხარჯავს

საოცარი მოგზაურობა მელიების სამეფოში

გალერეა
დალი ფხაკაძე
ასეთ გარემოცვაში მეც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი,ბევრმა არ იცის რამხელა განცდაა სასიკვდილოდ განწირულ ცხოველს რომ გადაარჩენ. ეს უნდა განიცადო შინაგანად, ამის ენით გადმოცემა რთულია. მე ეს ბევრჯერ განმიცდია და უდიდესი სიამოვნება მიმიღია როცა გადარჩენილ ძაღლებს ჩემთვის ლოკვა დაუწყიათ. ნაოტოსი მესმის ,არც მე მივატოვებდი ამ უმწეო არსებებს.ღმერთმა ამრავლოს ასეთი ადამიანები.
სოფო
ღმერთო გააძლიერე და დაიცავი ეს ნამდვილად ადამიანი! ასეთი რამის ჩადენა შეუძლიათ მხოლოდ ნამდვილ ადამიანებს და არა ადამიანის გარსში დამალულ თვითმარქცია ორგანიზმებს
elene
რა კარგი ადამიანია აი გმირი! მეც დიდი სიამოვნებით მივუძღვნიდი თავს ცოველებს მთგან ყველაზე დიდი სითბო და სიყვარული მოდის
manana-sh
ამ კაცს (მართლა გმირს) არაფერი ავადმყოფობა არ მოერევა! მას ტავად ცხოცველები განკურნავენ! არ დაუშვებენ რომ ის დაავადდეს, ამ ცხოველებს ბერვრი დაავადების განკურნვა შეუძლიათ. გაიხარე კეთილო ადამიანო!
bebe
მიშას წააკითხეთ, სულ გმირებს რომ ეძებდა... მე პირადად სიტყვებს ვერ ვპოულობ!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?