მგლების თავშესაფარი კოლორადოს შტატში (+ვიდეო)
მგლების თავშესაფარი კოლორადოს შტატში (+ვიდეო)
კოლორადოს შტატში (აშშ) მგლების კერძო პარკ Colorado Wolf and Wildlife Center-ში მგლები, კოიოტები და მელიები ცხოვრობენ.

ეს პარკი ამერიკული ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციაში შედის (ასეთი სერთიფიცირებული ნაკრძალი/პარკები აშშ-ში სულ ოცია). ეს ასოციაცია ძაღლისებრთა განსხვავებული სახეობების მოფრთხილების პრობლემასა და მომავალი თაობისთვის ცხოველთა სამყაროს გადარჩენის პროგრამაზე მუშაობს.

Zooclub

ცენტრის მუშაკები და მოხალისეები ფართო საზოგადოებრივ მუშაობას ეწევიან. პარკს რეგულარულად სტუმრობენ ბავშვებთან ერთად მნახველები, რომლებსაც იშვიათი შესაძლებლობა ეძლევათ ნახონ მგლები ბუნებასთან ყველაზე მიახლოებულ პირობებში.

Zooclub

ცხოველები პარკში სხვადასხვა გზით მოხვდნენ: ზოგი კერძო ზოოპარკებიდან მიიღეს, ზოგი გზისპირა კაფეებთან არსებული
გალიებიდან გაათავისუფლეს. მელიები ძირითადად ქურქის ფერმებიდან გამოისყიდეს. ცენტრში მყოფ თითქმის ყველა ცხოველს აქვს სევდიანი ისტორია, რომელსაც უამბობენ მნახველებს იმისათვის, რომ
ხაზი გაუსვან გარეული ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას.

Zooclub

აქ წელიწადში 40 000-მდე ტურისტი ჩამოდის. პარკის მოხალისეები მათთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო ტურს აწყობენ და  მოუთხრობენ იმ ცხოველებზე, რომლებისაც ადამიანებს ხშირად დაუმსახურებლად ეშინიათ, არადა მათზე არაფერი იციან.

Zooclub

თავად კოლორადოს შტატში 60 წლის წინ ველურ ბუნებაში მგლები პრაქტიკულად გაანადგურეს. მხოლოდ 1973 წელს მიიღეს კანონი გადაშენების პირას მყოფი სახეობების მოფრთხილების შესახებ, ხოლო 1995 წელს პოპულაციის აღდგენის მიზნით, 66 რუხი მგელი იელლოუსტოუნის პარკიდან კოლორადოს კლდოვან მთებში გადაიყვანეს.

Zooclub

ასეთი დაბრუნების შემდეგ, შტატის ეკოსისტემა ნელ-ნელა აღდგა. მგელს ხომ ტყის სანიტარს ეძახიან. ისინი “აჯანსაღებენ” დომბებისა და ირმების პოპულაციას. ნადირობენ, პირველ რიგში, ავადმყოფ, ბებერ და სუსტ ინდივიდებზე. სამწუხაროდ, 2009 წელს მგლებს განადგურების პირას მდგარი ცხოველების სტატუსი მოეხსნათ და მათზე ნადირობა ისევ დაუშვეს. ამიტომ ასეთი პირობების დროს პარკის მუშაობა ბევრად მნიშვნელოვანი გახდა.

Zooclub

“Colorado Wolf and Wildlife Center იცავს თავის ცხოველებს და მათ საუკეთესოს სთავაზობს, იმაზე ბევრად უკეთესს, ვიდრე ფართო ვოლიერებია. მათი ყოფა მაქსიმალურად მიახლოებულია ბუნებრივ პირობებთან. ასევე აქვთ შესაფერისი საკვები და საჭიროების შემთხვევაში ვეტერინარის დახმარება. ერთადერთი, რისი მიცემაც ჩვენ მათთვის არ შეგვიძლია - თავისუფლებაა”, - წერენ ცენტრის საიტზე.

Zooclub

ვიდეოში შეგვიძლია, ვნახოთ, როგორ თამაშობს გოგონა დედა მგლებთან ვოლიერში. მგლები მას უსიტყვოდ ემორჩილებიან.

იხილეთ ვიდეო: "მგლების თავშესაფარი კოლორადოს შტატში (1)"

იხილეთ ვიდეო: "მგლების თავშესაფარი კოლორადოს შტატში (2)"


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?