საოცარი მოგზაურობა მელიების სამეფოში (+ფოტო & ვიდეო)
საოცარი მოგზაურობა მელიების სამეფოში (+ფოტო & ვიდეო)
თუ მოგიწიათ მიაგის პრეფექტურაში (იაპონია) სტუმრობა, არ მოაკლოთ თავს სიამოვნება და ეწვიეთ პარკს Zao Fox Village. იქ ყოფნისას თავს ისე იგრძნობთ, თითქოს მელიების სამეფოში მოხვდით, სადაც შეგიძლიათ, ისიამოვნოთ მათთან თამაშით და უბრალოდ გვერდით მიუსხდეთ წითურ, შავ და რუხ მელაკუდას.

ზოოპარკში მელიების 6 განსახვავებული ჯიშია წარმოდგენილი. თითოეული ბინადარი თავისუფლად არის გაშვებული საარსებო არეალში და ისე გადაადგილდებიან, როგორც მოესურვებათ.

Zooclub

ისინი მეგობრულები არიან და სიამოვნებით მოძრაობენ დამთვალიერებლების შორიახლოს.

სინამდვილეში, აქ არავინ არავის აწუხებს.

იაპონიაში, როგორც დასავლეთის კულტურაში, მელიები ჭკვიან, ბრძენ
და ეშმაკ ცხოველებად ითვლებიან.

თუმცა, იაპონიაში ყველაფერთან ერთად, მელიები ქალღმერთ ინარი ოკამისთან არიან დაკავშირებულნი. მას თავყვანს სცემენ, როგორც ნაყოფიერებისა და ბრინჯის ქალღმერთს. ითვლება, რომ ინარი ოკამის შეუძლია მელიად გადაქცევა.

Zooclub

იაპონურ ფოლკლორში მელიები ეშმაკ მაქციებად არიან წარმოდგენილნი.

მაგრამ, ყველა როგორი საყვარელი და საოცარია!

პარკის გახსნის მომენტიდან 1990 წელს, არ წყდება დამთვალიერებლების ნაკადი, რომელთაც მელიების სოფელში სურთ მოხვედრა.

და მაინც, რაც არ უნდა საყვარელი იყოს მელია, ის მაინც ველურ ცხოველად რჩება. ამიტომ არ არის რეკომენდირებული მათი მოფერება და ხელიდან კვება.


იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?