დაკარგულმა ძაღლმა 9 დღე-ღამე იარა, რათა პატრონთან დაბრუნებულიყო
დაკარგულმა ძაღლმა 9 დღე-ღამე იარა, რათა პატრონთან დაბრუნებულიყო
ძაღლი, სახელად ჯორჯია 8 წლის შარპეის მეტისია. ის ოჯახთან ერთად სან-დიაგოსთან ახლოს მდებარე ტყე-პარკში პიკნიკზე იმყოდებოდა, როდესაც კურდღელი დაინახა, დაედევნა და დაიკარგა.

პატრონები მას დაღამებამდე ეძებდნენ, თუმცა, ძაღლი არსად ჩანდა და ისინი სახლში ჯორჯიას გარეშე დაბრუნდნენ.

ძაღლის პატრონი კრის ანდერსენი თითქმის ყოველ დღე მიდიოდა  ტყე-პარკში მის საძებნელად, თუმცა, ამაოდ.

"რამდენიმე დღის შემდეგ მისი პოვნის იმედი დავკარგე. პარკში ბევრი კანიონია, ვიფიქრე, რომ სადმე გადავარდა და დაიღუპა."- ამბობს ძაღლის პატრონი.

ცხრა დღის შემდეგ, გამთენიისას კრისი ხმაურმა გააღვიძა, ის ადგა საწოლიდან, მიუახლოვდა შემოსასვლელ კარს
 და დაინახა ჯორჯია, რომელიც სიხარულით შევარდა სახლში.

Zooclub

ძაღლი მშიერი და გამხდარი იყო, თუმცა, ვეტერინართან ვიზიტის
შემდეგ, მის ჯანმრთელობას საფთხე არ ემუქრებოდა.

"წარმოუდგენელი სიხარულია, როცა აღარ ველოდებოდი, მან რამდენიმე კილომეტრი გამოიარა და თავისი ფეხით დაბრუნდა სახლში."- ამბობს კრისი.


ასევე იხილეთ:

დაკარგული ძაღლი 6 წლის შემდეგ ოჯახს დაუბრუნდა

ის 5 დღე დარბოდა გაყინული ტბის ზედაპირზე, თუმცა, გამოსვლას ვერ ახერხებდა

ის პატრონს ორი თვე ქუჩაში, ერთი და იმავე ადგილას ელოდა
ლია
ჩემმა ძაღლმაც მიპოვა,ენითაუწერელი სიხარულია
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?