zoo
მოგზაურობა მელიების სამეფოში
ნახეთ, რატომ არის ეს სოფელი მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ადგილი. იაპონიაში, ისე, როგორც არცერთ ქვეყანაში, ცხოველების ყველაზე იშვიათი და საინტერესო ნაკრძალების ნახვა შეიძლება. მაგალითად, მიაგის პრეფექტურაში მელიების სოფელი არსებობს, სადაც ამ ცხოველების 6 სხვადასხვა ჯიში ცხოვრობს.

ტურისტებს 100 იენად შეუძლიათ, ახლოს ნახონ და გაიცნონ მელიები. რადგან ცხოველები მოთვინიერებულნი არ არიან, მნახველებს მათი გამოკვება და ნაკრძალში ბავშვების მიყვანა ეკრძალებათ.

იაპონიაში, ისევე, როგორც ქვეყნების უმეტესობაში, მელიები ცბიერებასთან და მზაკვრულობასთან ასოცირდებიან. მიუხედავად ამისა, ამ სტერეოტიპთან არსებობს რწმენა, რომ მელიებს მისტიკური ძალა აქვთ და დედამიწაზე ნაყოფიერების, კეთილდღეობისა და ბრინჯის ღვთაების - ინარის გამოგზავნილები არიან.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?