ერთგული ძაღლი ავადმყოფ პატრონს ყველგან თან დაჰყვება
ერთგული ძაღლი ავადმყოფ პატრონს ყველგან თან დაჰყვება
2017 წლიდან ოქროსფერი რეტრივერი, სახელად ჰენრი, ჯესიკა პოლსენისთვის შეუცვლელი დამხმარე ძაღლია. მან რადიკალურად შეცვალა გოგონას ცხოვრება.

ჯესიკა იშვიათი დაავადებით - სინკოპეს სინდრომით (პოსტურალური ორტოსტატიული ტაქიკარდია) იტანჯება. დამხმარე ძაღლი გოგონას მდგომარეობას საგრძნობლად უმსუბუქებს-  ის იყენებს თავის სხეულს, რათა პატრონის სისხლის წნევა დაარეგულიროს. ამგვარად შანსი იმისა, რომ ჯესიკამ გონება დაკარგოს, ნაკლებია.

საოცარია, თუმცა, ძაღლს შეუძლია პატრონის მეუღლეს დაუძახოს იმ შემთხვევაში, თუ გოგონა ცუდად გახდა. ასევე, შეკრიბოს ნივთები და ჯესიკას ბინაში გადაადგილებისას დაეხმაროს.

Zooclub

ჰენრიმ ცხოვრება გაუმარტივა პატრონს და რა თქმა უნდა, მისი ერთგული მეგობარი
გახდა. გოგონა ყველგან და ყოველთვის ძაღლით გადაადგილდება. მეტიც, ისინი "დისნეილენდშიც"
ერთად დადიან.

Zooclub

ჯესიკა დამხმარე ძაღლთან ერთად გასართობ პარკს მეექვსედ ესტუმრა, ხოლო ბოლოს, მან ცოტა გართობაც გადაწყვიტა (ჯესიკას გართობის საშუალებას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს). მან ჯადოსნური დღის აღსანიშნავად, რამდენიმე ფოტოც გადაიღო.

კადრები საოცრად მხიარული გამოვიდა. გოგონამ სეირნობით დიდი სიამოვნება მიიღო და ამასთანავე, გარშემომყოფებს სასარგებლო რეკომენდაციები გაუზიარა - ჯესიკამ პარკის სტუმრებს აჩვენა, თუ როგორ ასწავლის თავის ძაღლს. მისი პრაქტიკა, შესაძლოა, ყველა შინაური ცხოველის პატრონისთვის სასარგებლო იყოს.

Zooclub

ადამიანების უმეტესობამ არ იცის, თუ როგორ უნდა მოექცნენ დამხმარე ძაღლს. ამიტომ, ჯესიკა და ჰენრი ყოველთვის მზად არიან, ყველა მსურველს დაეხმარონ.

შესაძლოა, ჩვეულებრივი ძაღლისთვის ხმაურიანი და ადამიანებით სავსე დისნეილენდში სტუმრობა სტრესული ყოფილიყო, მაგრამ ჰენრი განსაკუთრებულია - ის ყველაფრისთვის და ყველა სიტუაციისთვის მზადაა.

Zooclub

პარკში პირველი სტუმრობისას ძაღლი ცოტა დაიბნა, მაგრამ ის მალევე მიხვდა, თუ როგორ მოქცეულიყო და ახლა ზღაპრის გმირებს კუდის ქიცინით ხვდება.

Zooclub

ჯესიკა ბედნიერია, რომ მას ერთგული ოთხფეხა მეგობარი ყოველთვის გვერდით ჰყავს. გოგონას ცრემლები მოსდის, როდესაც იხსენებს თავის წარსულ მდგომარეობას, რომელსაც დაავადების გამო დაკარგულად მიიჩნევს და მადლიერია დღევანდელობით, რაც ჰენრის არსებობითაა განპირობებული.

წყარო: thedodo.com

ასევე იხილეთ:

უსინათლო ქალმა სპეციალური სათვალის დახმარებით პირველად იხილა თავისი დამხმარე ძაღლი

ავიაკომპანიამ თავის რეისზე უზარმაზარ მალამუტს მგზავრებთან ერთად ფრენის ნება დართო - ამას თავისი მიზეზი აქვს

ლეკვი, უსინათლო რეტრივერისთვის, არა მხოლოდ საუკეთესო მეგობარი, არამედ მისი დამხმარეც გახდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?