ლეკვი, უსინათლო რეტრივერისთვის, არა მხოლოდ საუკეთესო მეგობარი, არამედ მისი დამხმარეც გახდა
ლეკვი, უსინათლო რეტრივერისთვის, არა მხოლოდ საუკეთესო მეგობარი, არამედ მისი დამხმარეც გახდა
ოქროსფერი რეტრივერების წყვილი, ჩრდილოეთ კაროლინადან (აშშ), სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი სწორედ ერთმანეთისადმი ერთგულების გამო, ინტერნეტ მომხმარებლებმა შეიყვარეს. "ინსტაგრამზე", პროფილის შექმნიდან ერთ კვირაში, მათ 108 ათასი ხელმომწერი ჰყავდათ. პატრონების თქმით, ეს ჯერ კიდევ დასაწყისია.

ჩელსიმ და ადამ სტრაიკებმა, რამდენიმე ხნის წინ შეამჩნიეს, რომ მათ ერთგულ შინაურ ცხოველს, სახელად ჩარლის, დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა. ჩარლის 11 წელი შეუსრულდა, სამწუხაროდ, მას ექიმებმა გლაუკომა დაუდგინეს და დროთა განმავლობაში ორივე თვალში მხედველობა დაკარგა, - წერს გამოცემა "New York Post"-ი.

ჩელსიმ და ადამმა, ხნიერი ძაღლის გასამხიარულებლად,
მისთვის მეგობრის მიყვანა გადაწყვიტეს. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს საუკეთესო იდეა იყო. 4 თვის ოქროსფერმა რეტრივერმა,
სახელად მავერიკმა, ოჯახის წევრების გული პირველივე დღესვე დაიპყრო.

Zooclub

ჩარლი თავიდან არ ენდობოდა ლეკვს, თუმცა, დროთა განმავლობაში მათ იმდენად შეუყვარდათ ერთმანეთი, რომ განუყრელები გახდნენ.

Zooclub

"ისინი სრულიად გიჟები არიან. ჩვენ მათგან ვიღებთ უდიდეს პოზიტივს და მხიარულებას", - ამბობს ძაღლების პატრონი.

Zooclub

მავერიკმა თავიდანვე შეამჩნია, რომ ჩარლის გადაადგილება უჭირდა. ამიტომ, ლეკვი ყველანაირად ცდილობდა მეგობრის დახმარებას. მაგალითად, როდესაც ბურთი შორს ვარდება ან იკარგება, მავერიკი მის საპოვნელად მირბის და ჩარლისთან მიაქვს, რათა უსინათლო ცხოველმა თამაში შეძლოს.

წყარო: nypost.com

ასევე იხილეთ:

კატა უსინათლო მეგობარ ძაღლს სახლამდე მისვლაში ეხმარება

უსინათლო ტაქსას და მეგობარი პიტბულის განშორება პატრონმაც კი ვერ მოახერხა

პენსიაზე გასული პოლიციელი ძაღლი კატას დაუმეგობრდა და თავშესაფარი ერთად იპოვეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?