ავიაკომპანიამ თავის რეისზე უზარმაზარ მალამუტს მგზავრებთან ერთად ფრენის ნება დართო - ამას თავისი მიზეზი აქვს (+ვიდეო)
ავიაკომპანიის China Southern Airlines-ის თვითმფრინავმა, რამდენიმე ხნის წინ, უჩვეულო მგზავრით იფრინა. უზარმაზარი ალასკური მალამუტი პატრონის გვერდით, მგზავრის სავარძელზე მშვიდად იჯდა. ულამაზესი ძაღლი ავიაკომპანიამ თვითმფრინავში განსაკუთრებული მიზეზით შეუშვა.

ადამიანები, უჩვეულო მგზავრის ხილვით, სასიამოვნოდ გაოცებულნი იყვნენ. ისინი ცხოველს ფოტოებს უღებდნენ, რასაც ოთხფეხა არსება ყოველგვარი ემოციის გარეშე ხვდებოდა.

აღმოჩნდა, რომ ავიაკომპანიამ ძაღლისთვის განსაკუთრებული გამონაკლისი დაუშვა: მალამუტს უფლება მისცეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მფლობელის გვერდით ყოფილიყო, რათა მისი ემოციური ფონი შეემსუბუქებინა. შესაბამისი დოკუმენტები, რომელიც პატრონს ძაღლთან ერთად ფრენის ნებას რთავს, სპეციალურმა მედკომისიამ გასცა. სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებს, როგორიც ეს
მალამუტია, უფლება აქვთ თავის მფლობელთან ერთად იფრინონ.

ერთ-ერთმა მგზავრმა მალამუტს გადაუღო ვიდეოც, რომელიც "weibo"-ზე განთავსების შემდეგ,
ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა. არა ერთი ადამიანი კომენტარებში აღნიშნავდა, რომ სიხარულით იმგზავრებდა ასეთ საყვარელ მგზავრთან ერთად:

Zooclub

"ცელქ ბავშვებთან ერთად ან ხმაურიან ადამიანებთან ერთად ფრენას, გაწვრთნილ ძაღლთან ერთად მგზავრობას ვამჯობინებდი!"- წერს ერთ-ერთი ინტერნეტ მომხმარებელი.

"როგორი მშვიდი და საყვარელი არსებაა! კარგი იქნებოდა ასეთი მგზავრის გვერდით ყოფნა", - აღნიშნავდნენ კომენტარებში.

ავიაკომპანიები ნებას რთავენ ისეთ მომსახურე და სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებს, როგორიც არის დამხმარე ძაღლი, იმგზავრონ პატრონთან ერთად. ამასთანავე, ამ ცხოველებს უნდა ჰქონდეთ სპეციალური დოკუმენტები, მათ შორის პატრონის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი.

აშშ-ში, პატრონებმა, რომლებსაც ძაღლები ემოციურ მდგომარეობას უმსუბუქებენ, ავიაკომპანიას უნდა წარუდგინონ თავიანთი შეზღუდული შესაძლებლობების სამედიცინო მტკიცებულება.

გასულ წელს, ავიაკომპანია China Southern Airlines-მა ერთ-ერთ რეისზე შეუშვა ძაღლი, რომელიც პატრონის ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნავდა.

წყარო: dailymail

ასევე იხილეთ:

მგზავრი პოლიციელებმა თვითმფრინავიდან ძალის გამოყენებით ჩაიყვანეს, მიზეზი ძაღლებზე ალერგია იყო

ცხოველები თვითმფრინავით მგზავრობისას

თვითმფრინავიდან გადმოვარდნილი ტაქსა, 6 დღის შემდეგ, უდაბნოში იპოვეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?