უსინათლო ქალმა სპეციალური სათვალის დახმარებით პირველად იხილა თავისი დამხმარე ძაღლი (ემოციური ვიდეო)
48 წლის მერი სედვიქი უსინათლოა და რამდენიმე ხნის წინ, მან პირველად მოახერხა თავისი დამხმარე ძაღლის დანახვა. მერიმ ოქროსფერი რეტრივერის ხილვა eSight-ის სათვალის დახმარებით შეძლო.


ქალმა მხედველობა 20 წლის წინ დაკარგა და ამას ძალიან განიცდიდა. "ლუსისთან ერთად თავისუფლება ვიგრძენი, ის დეპრესიის დაძლევაში დამეხმარა. მან განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ჩემს ცხოვრებაში. ერთადერთი რაც მაღელვებს, მიუხედავად ჩვენი ახლო კავშირისა, მისი სახის დანახვა არ შემიძლია", - ამბობს მერი.

მერის მეგობარმა მიწერა კომპანიას, რომელიც აწარმოებს შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებისთვის სპეციალურ სათვალეს და სთხოვა, ნება მიეცათ უსინათლო ქალისთვის
მცირე დროით დაენახა თავისი ოთხფეხა მეგობარი. კომპანიამ მას თხოვნა შეუსრულა.

როდესაც მერიმ სათვალე გაიკეთა, მისი
რეაქცია საოცარი იყო: ის ტიროდა და ვერ წარმოედგინა, რაც მის თავს ხდებოდა.

"მე ლუსის ულამაზესი თვალების ხილვა შევძელი. ეს ჩემთვის უდიდესი საჩუქარია. ამის შემდეგ სურვილი გამიჩნდა, რომ სულ მის თვალებს ვუცქირო", - ამბობს მერი.

ასევე იხილეთ:

ის მუდმივად პატრონის სიცოცხლეს იცავს... ემოციური ვიდეო, თუ როგორ ეხმარება ძაღლი გოგონას ეპილეფსიური შეტევის დროს

სტომატოლოგთან მისულ ბავშვებს ოქროსფერი რეტრივერი შიშის დაძლევაში ეხმარება

5 საოცარი ნიშანი, რასაც ძაღლი ადამიანისგან გრძნობს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?