პატრონი, აკვარიუმის თევზის მიმართ სასტიკად მოპყრობის ბრალდებით, დააპატიმრეს
პატრონი, აკვარიუმის თევზის მიმართ სასტიკად მოპყრობის ბრალდებით, დააპატიმრეს
ჩრდილოეთ კაროლინას მცხოვრები, 53 წლის მაიკ რეი ჰინსონი, აკვარიუმის თევზის მიმართ სასტიკად მოპყრობის ფაქტზე სამართალდამცველებმა დააკავეს. მას შემდეგ, რაც მამაკაცი ნაქირავები ბინიდან გამოასახლეს, მან თევზი იმავე სახლში უპატრონოდ მიატოვა. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, თევზის სიცოცხლე ისეთივე ფასეულია, როგორც კატის ან ძაღლის და პირობა დადო, რომ სამართალდამცველები შტატის ყველა მცხოვრებს მიაკითხავენ, რომლებიც შინაურ ცხოველებს ზიანს მიაყენებენ.

ჰენსონი დაკავებულია თევზის სახეობა - ოსკარ ასტრონატუსის მიმართ სასტიკად მოპყრობის ფაქტზე. მამაკაცი ნაქირავები ბინიდან 22 მარტს გაასახლეს და როდესაც მეპატრონე ბინაში შევიდა, მან აღმოაჩინა თევზი, რომელიც ბინძურ აკვარიუმში
ცურავდა.

ნოუ ჰანოვერის ოლქის პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც ცხოველთა დაცვის კუთხით მუშაობენ, აღნიშნავენ, რომ თევზი შიმშილისგან გამოფიტული
იყო, ხოლო მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა, რადგან დიდი ხნის განმავლობაში ბინძურ აკვარიუმში ცურავდა.

ასტრონატუსი​ უილმინგტონ​ის "აკვარიუმისტიკის" მაღაზიას გადასცეს. უცნობია, თუ რამდენი დღე გაატარა თევზმა საკვების გარეშე ბინძურ წყალში, მაგრამ  მაღაზიის წარმომადგენელმა მისი მდგომარეობა კრიტიკულად შეაფასა. სპეციალისტის თქმით, თევზს სხეულზე აღენიშნებოდა წყლულები, ხოლო თავზე არსებულ წყლულებში კარგად ჩანდა პარაზიტების არსებობა. "ეს პარაზიტები თევზს ნელა კლავს", - ამბობს ის.

Zooclub

ასტრონატუსის ყოფილი პატრონი ახალ საცხოვრებელ სახლში დააკავეს და ციხეში გადაიყვანეს. მას ბრალდება სამი მუხლით წაუყენეს - ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა და ცხოველის მიტოვება კრიტიკულ სიტუაციაში.

"ის ისეთივე ცოცხალი არსებაა, როგორც ძაღლი ან კატა. თუ ნიუ ჰანოვერის ოლქში რომელიმე ცხოველის პატრონი არ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას მისი ბინადარის მიმართ ან ცხოველს უდიერად მოექცევა, ჩვენ მას მივაკითხავთ", - აცხადებს პოლიციის ცხოველთა დაცვის განყოფილების ლეიტენანტი ჯერი ბრევერი.

მაღაზია "აკვარიუმისტიკის" სპეციალისტები პირობას დებენ, რომ ასტრონატუსს სრულად უმკურნალებენ და მზრუნველ პატრონს მოუძებნიან.

ჰინსონს ცხოველის მიმართ სასტიკად მოპყრობის ფაქტზე სასჯელის მოხდა მოუწევს.

Zooclub

"ოსკარ ასტრონატუსის სახეობა საოცარი თევზია. ყოველ მათგანს თავისებური ხასიათი აქვს, ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ძალიან აგრესიულიც იყოს", - ამბობს სპეციალისტი.

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

როგორ დაიჭირეს პოლიციელებმა დამნაშავე კატის დახმარებით

ყველაზე საყვარელი პატიმარი: 4 თვის ლეკვი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც პოლიციელს ხელზე უკბინა

ბრაკონიერს, რომელმაც ასობით ირემი მოკლა, ყოველ თვე "ბემბის" ყურება მიუსაჯეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?