ყველაზე საყვარელი პატიმარი: 4 თვის ლეკვი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც პოლიციელს ხელზე უკბინა
ყველაზე საყვარელი პატიმარი: 4 თვის ლეკვი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც პოლიციელს ხელზე უკბინა
დიდ ბრიტანეთში ჩაუ-ჩაუს ჯიშის ლეკვი გისოსებს მიღმა მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც სამართალდამცველს ხელზე უკბინა. ამის შესახებ გამოცემა "Life Shot"-ი წერს.

ინციდენტი ნორთჰემპტონის საგრაფოში მოხდა. 4 თვის ლეკვი, სახელად ბანგლი, პატრონებს ეზოდან გაექცა და აღმოჩნდა გზაზე, სადაც ავტომობილებს გავლის საშუალებას არ აძლევდა. პოლიციელმა მისი დაჭერა სცადა, მაგრამ ლეკვმა მამაკაცს ხელის თითზე და მხარზე უკბინა.

ძაღლი განყოფილებაში გადაიყვანეს და გალიაში ჩასვეს. ცხოველი შესაძლოა პატიმრობაში იმყოფებოდეს ცხრა თვემდე. ამ შემთხვევაში სამართალდამცველები ემორჩილებიან კანონს "საშიში ძაღლების" აქტის მიხედვით, რომელიც დიდ ბრიტანეთში 1991 წლიდან მოქმედებს.

პოლიციელების გადაწყვეტილებამ
ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. ექვსი დღის განმავლობაში 2,5 ათასი ადამიანი გაერთიანდა Facebook-ის ჯგუფში. ისინი ბანგლის
გათავისუფლებას ითხოვენ. ძაღლის პატრონმა განაცხადა, რომ ის პატივს ცემს პოლიციას, თუმცა, ამ გადაწყვეტილებას გადამეტებულად მიიჩნევს. მან აღნიშნა, რომ მისი 15 წლის ვაჟიშვილი ლეკვთან განშორებით იმდენად დარდიანია, რომ სკოლაში გაკვეთილებზე ბოლომდე ვერ რჩება და მშობლებს სახლში მოჰყავთ.

"ლეკვის დატყვევება, რომელსაც მოულოდნელი და გამოუსწორებელი არაფერი გაუკეთებია, უსამართლოა, თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ მდგომარეობას. მით უმეტეს, შობის დღესასწაულის პერიოდში ოთხფეხა მეგობრის დაშორება 15 წლის ბავშვთან მგონია, რომ სისასტიკეა", - ამბობს ძაღლის პატრონი დევიდ ჰეისი.

ჰეისის თქმით, გალიაში გამომწყვდეული ლეკვი შეშინებული და დასტრესილია. მამაკაცმა ადვოკატი დაიქირავა, რათა ეს უკანასკნელი პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს.

საპასუხოდ პოლიციელმა განაცხადა, რომ თუ ძაღლი თავს დაესხმებოდა ბავშვს ან ავტოავარიის პროვოცირებას მოახდენდა, საზოგადოების რეაქცია საპირისპირო იქნებოდა. მან ცხოველთა დამცველები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა. სამართალდამცველს, რომელიც ჩაუ-ჩაუმ დაკბინა, სერიოზული ზიანი არ მიუღია, თუმცა, იძულებული გახდა ვაქცინა გაეკეთებინა და ანტიბიოტიკების კურსი ჩაეტარებინა.
ნანი
შეიცვალა ბუნება, როდის იყო ძაღლი ძაღლს კბენდა :(
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?