ძაღლი ათბობდა 2 წლის ბავშვს, რომელიც დედამ ყინვაში მიატოვა
ძაღლი ათბობდა 2 წლის ბავშვს, რომელიც დედამ ყინვაში მიატოვა
ძაღლმა გადაარჩინა 2 წლის ბავშვი, რომელიც დედამ ყინვაში ვერანდაზე მიატოვა. საშინელი შემთხვევა ალთაის მხარეში (რუსეთი) მოხდა.

უპასუხისმგებლო მშობელზე, რომელმაც 2 წლის შვილი მიატოვა, სამართალდამცველებმა საქმე აღძრეს.

პატარა ბიჭი გამვლელმა აღმოაჩინა. მას მხოლოდ  საზაფხულო მაისური ეცვა. მამაკაცმა თავიდან ძაღლი შენიშნა, რომელიც პატარას ათბობდა. აღმოჩნდა, რომ დედამ ის თბილი ტანსაცმლისა და საკვების გარეშე ღია ცის ქვეშ, ყინვაში მიატოვა.

კლინიკაში გადაყვანილ ბავშვს აღენიშნებოდა ჰიპოთერმია (გადაციება), თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.

სამართალდამცველების თქმით, მიტოვებული ბავშვი იმ ძაღლის წყალობით გადარჩა, რომელიც მას ეხუტებოდა და
ათბობდა.

ბავშვის პოვნიდან 4 დღის მანძილზე დედა არ გამოჩენილა. ის შვილის მიტოვებისთვის სასამართლოს წინაშე წარსდგება. და
მეტიც, შესაძლოა, მშობლის უფლებებიც ჩამოერთვას.

ძაღლებს არაერთხელ გადაურჩენიათ ადამიანები. რამდენიმე ხნის წინ აშშ-ში ოქროსფერმა რეტრივერმა პატრონი გადაარჩინა. ეზოში გამოსული მამაკაცი შემთხვევით წაიქცა და ხერხემალი დაიზიანა, მან ადგომა ვეღარ შეძლო. მას ძაღლი დაუწვა გვერდით, ლოკავდა და ათბობდა, რომ არ გაყინულიყო. ცხოველმა ყეფით დახმარებაც გამოიძახა და პატრონი სიკვდილისგან იხსნა. 

ასევე იხილეთ:

ძაღლმა გადაარჩინა პატრონი, რომელსაც 20 საათი ყინვასა და თოვლში წაქცეულს ათბობდა

!
შეადარეთ ეხლა ის დედა და ძაღლი ძაღლთმოძულეებო!
დალი
ლამაზები და კარგები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?