ძაღლი სამართალდამცველებს პატრონის მკვლელის პოვნაში დაეხმარა
ძაღლი სამართალდამცველებს პატრონის მკვლელის პოვნაში დაეხმარა
მამაკაცი დაიჭირეს მას შემდეგ, რაც მისი მეგობარი ქალის ძაღლმა სამართალდამცველები პატრონის გვამთან მიიყვანა. 

39 წლის მარია ფროლენკოვას თავისი კორგის ჯიშის ძაღლი, სახელად ფოქსა, ძალიან უყვარდა და ყველგან თან დაჰყავდა ისევე, როგორც თავისი სიკვდილის დღეს. მისი თაყვანისმცემელი არკადი ანტონოვი ყველანაირად ცდილობდა მარიას გულის მოგებას, თუმცა, ქალი მოვლენებს არ უსწრებდა და სხვა მამაკაცების მიმართაც გულგრილი არ იყო.


აგარაკიდან ქალაქში დაბრუნებისას, ქალი ძაღლის თვალწინ ეჭვიანმა ანტონოვმა სასიკვდილოდ სცემა, სწორედ ოთხფეხა ბინადარმა მიიყვანა სამართალდამცველები პატრონის გვამთან.

ფოქსა მარია ფროლენკოვას მკვლელობის ერთადერთი მოწმე იყო.

Zooclub

არკადი ანტონოვმა ორი შვილის დედა
სოციალურ ქსელში გაიცნო. მარია ფინანსურად უზრუნველყოფილი იყო: მას ჰქონდა მაღალანაზღაურებადი სამსახური,  ბინა სანქტ-პეტერბურგში, აგარაკი და
ძვირადღირებული ავტომობილი. არკადი სანქტ-პეტერბურგში ტვერის ოლქიდან ჩავიდა და ოფისებში წყლის მომმარაგებლად მუშაობდა. ქალი არ მალავდა, რომ მამაკაცთან სერიოზული ურთიერთობა არ სურდა.

Zooclub

არკადი ანტონოვმა გვამი ტყეში დააგდო, ხოლო ძაღლი დანაშაულის ადგილიდან 9,5 კმ-ის მოშორებით, ტრასაზე მიატოვა.

Zooclub

ძაღლი მოკლული პატრონის გვამისკენ გაიქცა და სამართალდამცველები ყეფით მიიყვანა შემთხვევის ადგილზე.

"ეჭვმიტანილი გვამის აღმოჩენიდან რამდენიმე საათში დავიჭირეთ", - ამბობს ოფიცერი.

არკადი ანტონოვს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ამჟამად, მარიას დედა შვილიშვილებზე და ფოქსაზე მარტო ზრუნავს.

წყარო: dailymail

ასევე იხილეთ:

უპატრონო ძაღლმა გადაარჩინა გოგონა, რომელსაც მანქანამ დაარტყა. მძღოლმა ის ტყეში გადააგდო

გადაგდებული ახალშობილი ბავშვი მოკვდებოდა, რომ არა ძაღლი. ზოგჯერ ცხოველს ადამიანზე დიდი გული აქვს

გერმანული ნაგაზი 16 წლის პატრონს მძარცველებისგან იცავდა... მას სამჯერ ესროლეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?