error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/2d8d590ee1c0d9dccc454feeba771722.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
როგორ დაიჭირეს პოლიციელებმა დამნაშავე კატის დახმარებით
როგორ დაიჭირეს პოლიციელებმა დამნაშავე კატის დახმარებით
დამნაშავე მიხვდა, რომ გასაქცევი აღარსად ჰქონდა და გადაწყვიტა პოლიციას თვითმკვლელობით დამუქრებოდა.

ლოს-ანჯელესში მანქანების გატაცებაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებს გაექცა და ერთ-ერთ შენობას შეაფარა თავი. პოლიციამ რამდენიმე წუთში შენობას ალყა შემოარტყა. მამაკაცი მიხვდა, რომ გასაქცევი აღარსად ჰქონდა, ის ფანჯრის კიდეზე გადავიდა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა.

Zooclub

3-საათიანი უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ, დამნაშავეს ოჯახი თავის ჟღალ კატასთან ერთად შემთხვევის ადგილზე მივიდა. ისინი სამართალდამცველებს არწმუნებდნენ, რომ კატა მამაკაცის დამშვიდებას შეძლებდა.

Zooclub

კატის დახმარებით პოლიციელებმა ეჭვმიტანილი დაითანხმეს შენობიდან გამოსულიყო და სამართალდამცველებს ჩაბარებოდა.

და მართლაც, დამნაშავის ოჯახმა და პოლიციამ სწორი გადაწყვეტილება
მიიღეს. როდესაც მამაკაცმა კატა დაინახა, თვითმკვლელობა გადაიფიქრა და პოლიციას დაემორჩილა.

Zooclub

დამნაშავეს უფლება მისცეს რამდენიმე წუთით
ყოფილიყო თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად.

Zooclub

"მსგავსი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა. ეჭვმიტანილმა თავისი კატის დანახვის შემდეგ გადაწყვიტა საკუთარი ნებით გამოგვყოლოდა პოლიციის განყოფილებაში. კატის დახმარებით, ოპერაციამ ყოველგვარი მოულოდნელი ინციდენტების გარეშე ჩაიარა."- ამბობს პოლიციის ოფიცერი.

ასევე იხილეთ:

ცხოველები და ფრინველები, რომლებიც ქურდობისთვის და ჯაშუშობისთვის დააპატიმრეს

ძაღლმა პატრონი პოლიციას დააჭერინა

მძღოლმა საკუთარი ძაღლი სიჩქარის გადაჭარბებაში დაადანაშაულა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?