"ეს სასტიკი ადამიანი ჩემი მეზობელია. 5 წუთის განმავლობაში მესმოდა ძაღლის განწირული ხმა, შემდეგ კი გავიხედე გარეთ და გადავიღე ეს საშინელი კადრები...
თავდაპირველად ამ სასტიკ ადამიანს კატეგორიულად მოვთხოვე, ძაღლისთვის თავი დაენებებინა და შემდეგ პოლიცია გამოვიძახე, თუმცა, სამართალდამცავებმა მამაკაცს მხოლოდ გაფრთხილება მისცეს. ჩემი დიდი თხოვნაა, გააზიაროთ ვიდეო, იქნებ, ამ საცოდავ ცხოველს სხვა პატრონი გამოუჩნდეს."- წერს Facebook-ზე ვიდეოს ავტორი.
ვიდეო
"მესმის, რომ ცხოველების მიმართ სისასტიკე დანაშაულია, თუმცა ამ ადამიანის ბრალეულობა სასამართლომ უნდა დაამტკიცოს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ პერიოდული მონახულებით გავაკონტროლოთ ცხოველის მდგომარეობა, რათა პატრონმა არაფერი დაუშავოს მას." -ამბობს პოლიციის უფროსი.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს ნება იქნება, პოლიცია შეძლებს პატრონს ძაღლი ჩამოართვს.
იხილეთ ვიდეო
ასევე იხილეთ:
3 წლის ბავშვი ძაღლმა სიკვდილისგან იხსნა
"ცირკი ცხოველების გარეშე"
ძაღლის ცემისთვის კომპანიის დირექტორი 100 000 დოლარით დააჯარიმეს