მძღოლმა საკუთარი ძაღლი სიჩქარის გადაჭარბებაში დაადანაშაულა
მძღოლმა საკუთარი ძაღლი სიჩქარის გადაჭარბებაში დაადანაშაულა
ბრიტანეთში მამაკაცს სიჩქარის გადაჭარბების გამო პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა "პატიმარი მძღოლი" ამბობს, რომ უდანაშაულოა და დამნაშავე თავისი ძაღლი, ბასტერია.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საპატრულო პოლიციამ ვოლვოს მარკის ავტომობილი, რომელიც ჯორდან უინს ეკუთვნის, დიდი სისწრაფით მიდიოდა გზაზე (140 კმ/სთ). პატრული მანქანას დაედევნა და უბრძანა გაჩერებულიყო, თუმცა ავტომობილის მძღოლმა გაჩერების ნაცვლად, სიჩქარეს მოუმატა (160 კმ/სთ).

სასამათლოზე ჯორდამა განაცხადა, რომ მისი ბულტერიერი, ბასტერი ჩაძვრა საჭის ქვევით და მძღოლმა ავტომობილის მართვაზე კონტროლი დაკარგა. ძაღლი დაწვა სიჩარის სატერფულზე და მამაკაცი მათ ვეღარ არეგულირებდა. მოსამართლემ ბრალდებულის ჩვენება არადამაჯერებლად
ჩათვალა. საბოლოოდ, ჯორდანი დამნაშავედ სცნეს და 13 თვიანი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, ასევე სამი წლით ჩამოართვეს
მართვის მოწმობა.

ასევე იხილეთ:

ქალბატონს სათამაშო ვეფხვის შეეშინდა და პოლიცია გამოიძახა

გოგონამ მანქანის ყიდვის ნაცვლად, ძაღლი გადაარჩინა

ძაღლი- მანქანა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?