ბრაკონიერს, რომელმაც ასობით ირემი მოკლა, ყოველ თვე "ბემბის" ყურება მიუსაჯეს
ბრაკონიერს, რომელმაც ასობით ირემი მოკლა, ყოველ თვე "ბემბის" ყურება  მიუსაჯეს
მისურის (აშშ) ხელისუფლებას წარმოდგენა არ აქვს, თუ რამდენი ირემი მოკლა დევიდ ბერიმ და მისმა თანამოაზრეებმა, თუმცა, მათი დასჯით ცხოველთა მოყვარულები კმაყოფილები დარჩნენ.

დაახლოებით ბოლო ცხრა წელია, დევიდ ბერი და მისი ორი ვაჟი - დევიდ ბერი უმცროსი და კულ ბერი, ღამის საათებში, ირმებს კლავდნენ, სხეულს ტოვებდნენ და მხოლოდ ცხოველის რქები და თავი მიჰქონდათ.

ეს სისასტიკე ფინანსური მოტივით ხდებოდა, სამართალდამცველები ირმების თავებს ერთი წლის განმავლობაში აგროვებდნენ.

მას შემდეგ, რაც ბერი და მისი თანამონაწილე ბრაკონიერები დააპატიმრეს, ქალაქ ლორენსის მოსამართლე რობერტ ჯორჯმა იმედი გამოთქვა, რომ დისნეის
პატარა ჯადოსნური წარმოდგენა ერთ-ერთ მათგანზე დადებითად იმოქმედებდა.

დევიდ ბერის ციხეში ყოფნის პერიოდში, ყოველ თვე მულტიპლიკაციურ
ფილმ "ბემბის" აჩვენებენ. ბრაკონიერისთვის პირველი წარმოდგენა 2018 წლის 23 დეკემბერს გაიმართება.

ბერი ციხეში ერთ წელს გაატარებს, ხოლო დანარჩენები 51 000 დოლარის ოდენობით ჯარიმას გადაიხდიან.

წყარო: washingtonpost
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?