დააპატიმრეს მამაკაცი, რომელმაც საკუთარ ძაღლს ჰიტლერის "სალამი" ასწავლა
დააპატიმრეს მამაკაცი, რომელმაც საკუთარ ძაღლს ჰიტლერის "სალამი" ასწავლა
"შოტლანდიის პოლიციამ დააპატიმრა მოპსის პატრონი მას შემდეგ, რაც ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, სადაც ძაღლი  ნაცისტური " სალამის" იმიტაციას  თათით აკეთებს,"- წერს "The Guardian"-ი.

ვიდეო კადრებში ნაცისტების მსგავსად მოპსი წინა მარჯვენა თათს წევს. ასევე ძაღლი რეაგირებას ახდენს პატრონის სიტყვებზე - "გავანადგუროთ ებრაელები."

Zooclub

28 წლის შოტლანდიელი სხვა ერის მიმართ ზიზღის გამომხატველი და პროპაგანდული მასალის გავრცელებისთვის დააპატიმრეს (ელექტრონული საშუალებების არასწორი გამოყენება). საქმე გადაეცა პროკურატურას.

"ამ ვიდეომ ჩვენი საზოგადოების ნაწილს სულიერი ტკივილი მიაყენა. შოტლანდიაში არ უნდა ქონდეს ადგილი დანაშაულს ზიზღის საფუძველზე. პილიცია მსგავსი ფაქტებისადმი განსაკუთრებულ
ყურადღებას იჩენს." - აცხადებს ერთ-ერთი სამართალდამცველი.

ვიდეო Youtube-ის გვერდიდან  წაშალეს, ხოლო ამ ეტაპზე ძაღლის ადგილსამყოფელზე
არაფერს წერენ.

ასევე იხილეთ:

ტრაქტორს ძაღლი მართავდა, რამაც გზაზე მოძრაობა შეაფერხა

მამაკაცი, რომელიც ხანძრის დროს საკუთარი ძაღლების გადარჩენას ცდილობდა, დააპატიმრეს

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?