error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/e5301466c457bf5d1e56042b545481c0.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ტრაქტორს ძაღლი მართავდა, რამაც გზაზე მოძრაობა შეაფერხა
ტრაქტორს ძაღლი მართავდა, რამაც გზაზე მოძრაობა შეაფერხა
ტრაქტორს ძაღლი მართავდა, რის შემდეგაც გზაზე მოძრაობა შეფერხდა.

"ძაღლმა, რომელიც ტრაქტორის საჭესთან იჯდა, ცენტრალურ სამანქანო გზაზე საცობები გამოიწვია. ეს ფაქტი შოტლანდიის ერთ-ერთ ქალაქში მოხდა", - აცხადებს ტელეკომპანია ბიბისი. ამის შესახებ შოტლანდიის გზების დეპარტამენტის Twitter-ის გვერდზეც დაიწერა.

"ძაღლი მართავს ტრაქტორს და ეს არ არის ხუმრობა. შემთხვევის ადგილზე უკვე გამოცხადდა პოლიცია და ძაღლის პატრონი."- წერენ Twitter -ის გვერდზე.


Zooclub

როგორც გაირკვა, ძაღლი, სახელად დონი დაჯდა ტრაქტორის საჭესთან, რომელიც პატრონს ეკუთვნოდა და მინდვრიდან გამოვიდა სამანქანო გზაზე. მოგვიანებით, გზების დეპარტამენტის გვერდზე დაიწერა: "გზა უკვე გათავისუფლდა საცობისგან. ძაღლი კარგად არის. ეს ყველაზე
უცნაური ფაქტია ჩვენი მუშაობის პერიოდში."

Twitter -ის მომხმარებლები დაინტერესდნენ ამ ამბით და საგზაო დეპარტამენტის გვერდზე შემდეგ
კითხვებს სვამდნენ: "ჰქონდა, თუ არა ძაღლს მართვის მოწმობა?", "დააპატიმრეს, თუ არა ძაღლი?" და ა.შ.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, პატრონი რამდენიმე წუთით გადავიდა 
ტრაქტორიდან, ამ დროს ძაღლი გვერდით სავარძელში იმყოფებოდა, ის გადავიდა საჭის მხარეს
მანქანის პედალს დააწვა, ტრაქტორი დაიძრა და ცენტრალური გზის მხარეს გადავიდა.

ასევე იხილეთ:

ძაღლი შეუჩერებლად მისდევდა სასწრაფო დახმარების მანქანას

მისი პატრონი სატვირთო ავტომობილის მძღოლი იყო

ძაღლი მძღოლმა ავტოსადგომიდან გააძევა, ის დაბუნდა თავის მეგობრებთან ერთად და ვერ წარმოიდგენთ, რა გააკეთა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?