ძაღლი შეუჩერებლად მისდევდა სასწრაფო დახმარების მანქანას (+ვიდეო)
ძაღლი შეუჩერებლად მისდევდა სასწრაფო დახმარების მანქანას (+ვიდეო)
კიდევ ერთი ამბავი იმისა, რომ ძაღლი პატრონის ერთგულია და ყოველგვარ გასაჭირში მის გვერდით არის. 

ბრაზილიის ერთ-ერთ ქალაქში, სასწრაფო დახმარების მანქანაში მსხდომმა ექიმებმა, რომლებსაც პაციენტი კლინიკაში გადაჰყავდათ, შეამჩნიეს ძაღლი, რომელიც დიდი სისწრაფით მისდევდა ამავე ავტომობილს. ცხოველმა მათ რამდენიმე კილომეტრი ფეხით სდია. როცა მძღოლი მიხვდა, რომ ძაღლს უნდოდა სასწრაფო დახმარების მინქანას დასწეოდა, სვლა შეანელა, ცხოველი კი ქოშინით, თუმცა, სიხარულით ავიდა ავტომობილში.

როგორც შემდგომ გაირკვა, ექიმებს ძაღლის პატრონი მიჰყავდათ კლინიკაში. პაციენტს ეპილეფსიური შეტევები ჰქონდა. ოთხფეხა მეგობარი მას გვერდიდან არ სცილდებოდა და საავადმყოფოს შენობაშიც კი
შეჰყვა. ის პატრონის საწოლთან იჯდა და მოთმინებით ელოდა მამაკაცის გონზე მოსვლას.

Zooclub

















რამდენიმე საათის შემდეგ, გამოჯანმრთელებულმა
პატრონმა და ძაღლმა ერთად დატოვეს კლინიკა.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

კავკასიური ნაგაზი წყალდიდობის დროს სახლს არ ტოვებდა

როგორ ეხმარება ძაღლი ოჯახის მოხუც წევრებს

ქუჩის მუსიკოსი, რომელიც არ ელოდა მსგავს სურპრიზს
nini
სასაცილო გაბურძგნული ერთგული არსება,საყვარელი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?