მისი პატრონი სატვირთო ავტომობილის მძღოლი იყო
მისი პატრონი სატვირთო ავტომობილის მძღოლი იყო
თუ ვინმე გეტყვით, რომ ძაღლს თანაგრძნობის უნარი არ აქვს, მოუყევით ამბავი ძაღლზე, რომელსაც ვიგელი ქვია.
ვიგელი ყოველ დღეს სატვირთო ავტომობილის სალონში ატარებს. ამ ავტომობილს მისი პატრონი მართავდა. მას შემდეგ, რაც პატრონი დაეღუპა, თუ სატვირთო მანქანა ეზოშია გაჩერებული, ძაღლი მიდის კართან და სალონში შესვლას ითხოვს.

მამაკაცი თითქმის ერთი წელია, რაც დაიღუპა. ვიგელი მან გაზარდა და როდესაც საქმეზე სატვირთო ავტომობილით მიდიოდა, ძაღლი ყოველთვის თან მიყვებოდა.

"მამაჩემის დაღუპვის შემდეგ, მე ვამუშავებ სატვირთო მანქანას. დღეში რამდენჯერმე მიწევს გასვლა. როცა ვბრუნდები, ვიგელი კართან დგება და წკმუტუნებს,
სანამ არ შევუშვებ სალონში."- ამბობს გარდაცვლილის შვილი.

ძაღლი სევდიანი წვება მძღოლის სავარძელში და იძინებს. 

Zooclub

" მამაჩემი
ავადმყოფობისას რამდენიმე თვე საწოლიდან ვერ დგებოდა. ვიგელი სულ მის ოთახში, საწოლთან იჯდა. მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა, თუმცა, ის დღემდე სევდიანია და განიცდის პატრონის დაღუპვას."- ამბობს გარდაცვილის შვილი. 

ასეთი ერთგულება მხოლოდ ცხოველს შეუძლია. სევდიანი, თუმცა, ლამაზი ამბავია.

ასევე იხილეთ:

სიყვარულისთვის ოკეანეც კი არ არის დაბრკოლება

ლომის, სახელად კრისტიანის საოცარი ამბავი

ძაღლი შეუჩერებლად მისდევდა სასწრაფო დახმარების მანქანას

natela
რამხელა გონიერებაა ადამიანიც ვერ მიხვდება ამდენს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?