პენსიონერი ვერ ხვდებოდა, თუ ვინ ალაგებდა ყოველ ღამე მის სათავსოს, სანამ სათვალთვალო კამერა არ დააყენა (+ვიდეო)
ხნიერი კაცი ვერ იგებდა, თუ ვინ "ალაგებდა" ყოველ ღამე მის სათავსოს, სადაც ჭანჭიკები და სხვა ხელსაწყოები ყოველ დილით ყუთში ჩალაგებული ხვდებოდა. ერთი პერიოდი პენსიონერი ეჭვობდა, რომ ეს კეთილი ფერიის ნახელავი იყო ან ყველაზე უარესი - მეხსიერებასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა.

72 წლის ბრიტანელ სტივენ მაქირსის ძალიან მოსწონს სათავსოში ფუსფუსი. ერთ დღეს მან შეამჩნია, რომ ჭანჭიკები და საბრუნები დაიკარგა. აღმოჩნდა, რომ ვიღაც "მზრუნველს" მაგიდაზე დაყრილი ყველა ხელსაწყო ყუთში მოუთავსებია.

Zooclub

მან მეზობლის დახმარებით, სათავსოში ღამის სათვალთვალო კამერა დააყენა, რისი საშუალებითაც იდუმალი არსება, რომელიც მას
ყოველ ღამე ეხმარებოდა, საბოლოოდ იხილა - ეს იყო თაგვი. გაოცებული მამაკაცები ვიდეოზე უყურებდნენ, თუ როგორი
მონდომებით ალაგებდა მღრღნელი სხვადასხვა ნივთს ყუთში. მეტიც, თაგვი არა მხოლოდ პატარა ნივთების, არამედ თავისზე დიდი ხელსაწყოების გადაადგილებას ცდილობდა.

Zooclub

რას აღარ ალაგებდა ეს პატარა არსება - ხრახნებს, პლასტმასის სამაგრებს, ჭანჭიკებს და ა.შ. პენსიონერი გახარებული იყო, რომ ასეთი დამხმარე აღმოაჩინა და მისი გაგდება არც უცდია.

Zooclub

მამაკაცის თქმით, "სტუმარი" სათავსოს კვლავ ალაგებს: "ეს თაგვი საოცარია. ის ყოველ ღამე აწესრიგებს ჩემს სამუშაო იარაღებს", - ამბობს 72 წლის სტივენი.

წყარო: thesun.co.uk

ასევე იხილეთ:

"საყვარელო, ვისი საცვალია ჩვენს საწოლზე?!"- კატის მოპარულმა ნივთებმა ცოლ-ქმარი აჩხუბა

ის სამკურნალო მცენარის საძებნელად ტყეში წავიდა და დაიკარგა... იდუმალმა თეთრმა ძაღლმა მისი სიცოცხლე გადაარჩინა და გაუჩინარდა

იდუმალი ფოსტალიონი: "ვის" მიაქვს მამაკაცთან ყოველ ღამე გაზეთები... საბოლოოდ, მან სათვალთვალო კამერაში აღმოაჩინა
Tbilisi
უმაგრესი თაგუნაა! :)))))) იმედია შრომას დაუფასებენ და საჭმლით გაუმასპინძლდებიან ხოლმე :)))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?