უშიშარმა კატამ გერმანულ ნაგაზს აჩვენა, თუ "ვინ არის უბანში" მთავარი (+ვიდეო)
უშიშარმა კატამ გერმანული ნაგაზი აიძულა, კუდამოძუებული ქუჩიდან გაქცეულიყო.

ვალსალში (დიდი ბრიტანეთი) მცხოვრები 47 წლის პაულ ევანსი თავის კატა, ბილთან ერთად, ქუჩაში სეირნობდა, როდესაც მეზობლის უზარმაზარი ძაღლი მათკენ გაიქცა. კატას დამალვა ან გაქცევა არ უცდია, მან აგრესიული ნაგაზი სახეზე თათით დაკაწრა, რის შემდეგაც სახლის ეზოდან გააგდო.

ევასი და მისი ცოლი ვერ იჯერებდნენ, რომ მათი მშვიდი, მორიდებული კატა უზარმაზარ ძაღლს გაუმკლავდა. ინციდენტი ეზოს სათვალთვალო კამერამ გადაიღო.

"კადრებში ბილი სრულად განსხვავებულია. ჩვეულებრივ, ის ძალიან მშვიდი და მოსიყვარულეა. ასეთი აგრესია მისგან პირველად დავინახე. ეს სასაცილო
სანახავი იყო, მან სახლი დაიცვა", - ამბობს პოლ ევანსი.

მამაკაცის თქმით, ბილი 3 წელია, მათი
ოჯახის სრულუფლებიანი წევრია. ცოლ-ქმარს ბავშვი არ ჰყავს, ამიტომ ოთხფეხა ბინადარს თავიანთ პატარა შვილად მიიჩნევენ.

Zooclub

"ვიდეო ჩემს რამდენიმე მეგობარს ვაჩვენე. მათი თქმით, მსგავსი არასოდეს უნახავთ. მინახავს, თუ როგორ ჩხუბობს კატა ძაღლთან, მაგრამ არასოდეს შევსწრებივარ, თუ როგორ დასდევს კატა უზარმაზარ ძაღლს", - ამბობს პოლი.

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

კატა 7 პიტბულსა და მათ პატრონს თავს დაესხა

იხვი მტაცებელ ფრინველს თავს დაესხა
007
ამ კატას თვალებზე ეტყობა რომ MI6-ში მუშაობდა! ყოჩაღი კატაა!
tbiliseli
როგორ ეტყობა კატას რომ წინაპარი ვეფხვი ჰყავდა!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?