პიცის დამტარებელი ძაღლმა ისე შეაშინა, რომ ლამის შარვალი გასძვრა (+ვიდეო)
ქუჩის სათვალთვალო კამერამ, რომელიც როსენდალის ერთ-ერთ რაიონში (ლანკაშირი​ს საგრაფო, ინგლისი), კერძო სახლის შესასვლელთანაა დამონტაჟებული, რამდენიმე დღის წინ პიცის დამტარებლისა და ძაღლის არასასიამოვნო შეხვედრა კამერაზე გადაიღო.

კურიერმა პიცა მითითებულ ადგილზე მიიტანა, თუმცა, შემკვეთის მაგივრად ოთხფეხა ბინადარს შეხვდა, რომელმაც მამაკაცის შეშინება ნამდვილად შეძლო.

დაბნეულმა კურიერმა შეკვეთა გზაზე მიაგდო, ჩამოვარდნილ შარვალს ხელით იჭერდა და ისე გარბოდა.

ძაღლის პატრონი ზოი ქეი იძულებული გახდა, ჩარეულიყო და თავის თამაშის მოყვარულ ბინადარს, სახელად ბრუნოს, დაედევნა.  

ზოიმ სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ მის ბინადარს მხოლოდ თამაში სურდა და არასოდეს არავისთვის უკბენია.

როდესაც
პიცის დამტარებელი დარწმუნდა, რომ საშიშროებამ გადაიარა, ის მანქანასთან დაბრუნდა, მიწაზე დაგდებული შეკვეთა აიღო და ტერიტორია
დატოვა.

ვიდეო პატრონმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მან მოკლე დროში  100 000-ზე მეტი ინტერნეტ მომხმარებლის ყურადღება დაიმსახურა.

ასევე იხილეთ:

თავხედი დათვი ცდილობს ადამიანებს მწვადი წაართვას

ადამიანის ტანსაცმელში გამოწყობილმა მაიმუნმა გამვლელები შეაშინა

მამაკაცმა ბიზონის ნებისყოფა შეამოწმა, ის გადმოვიდა მანქანიდან და უზარმაზარ ცხოველს მიუახლოვდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?