"საყვარელო, ვისი საცვალია ჩვენს საწოლზე?!"- კატის მოპარულმა ნივთებმა ცოლ-ქმარი აჩხუბა
"საყვარელო, ვისი საცვალია ჩვენს საწოლზე?!"- კატის მოპარულმა ნივთებმა ცოლ-ქმარი აჩხუბა
ახალი ზელანდიის მცხოვრები ედ უილიამსი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როდესაც მის ცოლმა მათ საწოლსა და ეზოში უცხო საცვალი და ლიფი აღმოაჩინა. ეს ფაქტი წყვილის ჩხუბის მიზეზი გახდა.


ოკლენდში მცხოვრები წყვილი ვერ მიხვდა, თუ საიდან ჩნდებოდა მათ სახლში უცხო ნივთები, სანამ ერთ-ერთმა მათგანმა კატა პო ქურდობის ფაქტზე არ გამოიჭირა.

"ვერ ვიგებდით, რა ხდებოდა. ეჭვიც კი არ გაგვჩენია, რომ  ამ ქაოსის მთავარი გმირი ჩვენი უწყინარი კატა პო იქნებოდა", - ამბობს ედი.

ერთ დღეს საიდუმლოს ფარდა აეხადა და პო გამოიჭირეს. კატა პატრონებს მთელი დღის განმავლობაში თავს აჩვენებდა
მშვიდ და უწყინარ ცხოველად, ღამღამობით კი მეზობლების  საცვლებზე სანადიროდ  სახლიდან იპარებოდა.

Zooclub

როდესაც წყვილმა შეიტყო, თუ საიდან
ჩნდებოდა მათ სახლში უცხო ნივთები, მშვიდად ამოისუნთქა, მაგრამ პო სევდიანი ჩანდა, რადგან მის საიდუმლოს ფარდა აეხადა.

Zooclub

ედიმ მეზობლები შეკრიბა და გაუმხილა, რომ მათ ნივთებს კატა იპარავდა. ასევე, შესთავაზა, მისულიყვნენ მის სახლში და ტანისამოსი დაებრუნებინათ.

პოს განსაკუთრებით ბევრი "სამუშაო" აქვს ზაფხულობით, როდესაც მეზობლები ტანსაცმელს გასაშრობად გარეთ კიდებენ. ამ შემთხვევაში კატას პატრონის სახლში, კვირის განმავლობაში  40-მდე ნივთი  მიაქვს.

Zooclub

"არანორმალური კატა მყავს. იმის მაგივრად, რომ თაგვზე ან სხვა პატარა ცხოველებზე ინადიროს, მეზობლების საცვლებს იპარავს", - ამბობს ედი.

Zooclub

ასევე იხილეთ:

პოლიციელის კატა ქურდი აღმოჩნდა


17 კატა, რომლებსაც ქურდობის ფაქტზე წაასწრეს

"კატა-კლეპტომანმა" მამაკაცის 60 წინდა და საცვალი მოიპარა



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?