error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/c18b4a8710d06310b5d6210c4a5409f4.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ის სამკურნალო მცენარის საძებნელად ტყეში წავიდა და დაიკარგა... იდუმალმა თეთრმა ძაღლმა მისი სიცოცხლე გადაარჩინა და გაუჩინარდა
ის სამკურნალო მცენარის საძებნელად ტყეში წავიდა და დაიკარგა... იდუმალმა თეთრმა ძაღლმა მისი სიცოცხლე გადაარჩინა და  გაუჩინარდა
რამდენიმე დღის წინ 24 წლის ბიჭი მანსურ სალივე ზამთრის ყინვიან დღეს ტყეში წავიდა. მას რომ სცოდნოდა, რა ელოდა, ალბათ ბევრჯერ დაფიქრდებოდა, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამდა. მანსუს სამკურნალო მცენარეების შეგროვება სურდა.

ის დიდხანს დადიოდა ტყეში, ხოლო შემდეგ გზა აებნა და დაიკარგა. ძალიან ციოდა და ღამდებოდა. მანსუ გზის ძებნით დაიღალა და ხის ძირში მიწაზე დაწვა. უეცრად ტყის სიღრმიდან  გამოვიდა თეთრი ძაღლი, რომელიც ღამის შუქზეც კი კარგად ჩანდა. ბიჭმა იფიქრა, რომ ცხოველი თავდასხმისთვის ემზადებოდა, თუმცა, ძაღლი მანსუს მიუახლოვდა, დაწვა მის გვერდით, ათბობდა და ლოკავდა.

"ამ
გაუვალ ტყეში ძალიან ბევრი მტაცებელი ბინადრობს. ძაღლი რომ არა, მანსუს მგლები თავს დაესხმებოდნენ", - ამბობს
ადგილობრივი სოფლის მცხოვრები მოხუცი ტაუს აგზაევი.

საბედნიეროდ, ძაღლი ბიჭს დაეხმარა, ღამე ტყეში გაეთია და არ ჩასძინებოდა.

გამთენიისას იდუმალი ძაღლი მანსუს წინ გაუძღვა, თითქოს იცოდა, სად მიჰყავდა.
თეთრმა მეგობარმა თითქმის სამშვიდობოს გამოიყვანა იგი, მაგრამ ბიჭს ფეხი დაუცდა და მთის მდინარეში ჩავარდა.

ძაღლი გორაკზე გადმოდგა და ყეფა დაიწყო. სწორედ მისი ხმა გაიგეს მაშველებმა, რომლებიც მანსუს რამდენიმე საათი ეძებდნენ. როდესაც ადამიანები ბიჭის დასახმარებლად შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, ცხოველმა უკან დაიხია, ხოლო რამდენიმე წუთში გაუჩინარდა. მას შემდეგ ის აღარავის უნახავს.

Zooclub

მანსუ ექიმების შემოწმების შემდეგ სახლში დაბრუნდა. მას შემდეგ ის თავისი გადამრჩენელი, იდუმალი ძაღლის მოძებნას ცდილობს.

Zooclub

"რომ არა თეთრი ძაღლი, ტყეში გავიყინებოდი და დავიღუპებოდი. დიდი სურვილი მაქვს მოვძებნო იგი და ერთმანეთს არასოდეს დავშორდეთ", - ამბობს მანსუ.

Zooclub

მისი თხოვნით, თანასოფლელები ყურადღებით ათვალიერებენ ტყეს და მის შემოგარენს, რათა თეთრი ძაღლი იპოვონ, თუმცა, ამაოდ...

ასევე იხილეთ:

დაკარგული ბავშვი 11 დღის შემდეგ იპოვეს, ის თავისმა ძაღლმა გადაარჩინა

საჩხერის რაიონის სოფელ უზუნთაში ძაღლმა 7 წლის ბავშვი გადაარჩინა

"ერთხელ ტყეში ცხოველმა დახმარება მთხოვა..."
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?