ლაბრადორებმა გადაარჩინეს 62 წლის პატრონი, რომელმაც ინსულტი გადაიტანა
ფლორიდის შტატში (აშშ) ლაბრადორებმა გადაარჩინეს პატრონი, რომელმაც ინსულტი გადაიტანა.

ძაღლები ბელა და სედი მეზობელთან მას შემდეგ გაიქცნენ, რაც პატრონი - 62 წლის მორინ ჰეჩერი, შხაპის მიღებისას, შეუძლოდ გახდა და დავარდა.

ქალს ახსოვს, რომ მოძრაობა არ შეეძლო, თუმცა, შეგრძნება არ დაუკარგავს, - წერს გამოცემა "DailyMail"-ი.

"მე ვუთხარი ჩემს "ბავშვებს", რომ დახმარება მჭირდებოდა", - იხსენებს ჰეჩერი.

შინაური ცხოველები მეზობელთან გაიქცნენ და ის პატრონთან მიიყვანეს.

მომხდარი სათვალთვალო კამერამ გადაიღო.

კადრებში ჩანს, თუ როგორ უახლოვდება მეზობელი ჰეჩერის სახლს, თითს აჭერს ზარის ღილაკს და სახლის პატრონს
ეძახის, შემდეგ ის შედის სახლში და ცდილობს, მას ხმა მიაწვდინოს.

"მე ძაღლებს ვეკითხებოდი, თუ სად
იყო დედა", - ამბობს მეზობელი.

მისი თქმით, ლაბრადორებმა ის მიიყვანეს ჰეჩერთან, რომელსაც ინსულტის ნიშნები აღენიშნებოდა.

მოგვიანებით, სასწრაფო დახმარება შემთხვევის ადგილზე მივიდა. მათ ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.

სამი დღის შემდეგ, ჰეჩერი კლინიკიდან გაწერეს და თავის ერთგულ ოთხფეხა მეგობრებთან სახლში დაბრუნდა.

"გამიმართლა, რომ ამ ყველაფერს უარყოფითი შედეგი არ მოჰყოლია, ეს ექიმ ნიმასა და მისი კოლეგების დამსახურებაა", - ამბობს ჰეჩერი. 

მან დაამატა, რომ მისი "ანგელოზების" დახმარებით, დღეს თავს უკეთ გრძნობს. ბელასა და სედის დიდი წვლილი მიუძღვით მისი სიცოცხლის გადარჩენაში.

ჰეჩერი 21 წლის შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ ვიდეო ჩანაწერის მიხედვით, ინციდენტის დროს, ის სახლში არ ყოფილა.

ასევე იხილეთ:

ძაღლმა შვლის ნუკრი ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა

უზარმაზარი ძაღლი ბავშვის ტალღებიდან გამოყვანას ცდილობს

გოგონამ აუზში დახრჩობის იმიტაცია გაითამაშა, რათა ძაღლის რეაქცია შეემოწმებინა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?