იდუმალი ფოსტალიონი: "ვის" მიაქვს მამაკაცთან ყოველ ღამე გაზეთები... საბოლოოდ, მან სათვალთვალო კამერაში აღმოაჩინა
იდუმალი ფოსტალიონი: "ვის" მიაქვს მამაკაცთან ყოველ ღამე გაზეთები... საბოლოოდ, მან სათვალთვალო კამერაში აღმოაჩინა
ჩრდილოეთ კაროლინაში (აშშ) მცხოვრებ ჯეიმს იუბენქსს, გასულ კვირას, უცნაური ამბავი შეემთხვა. ყოველ დილით მის სახლთან გაზეთები ჩნდებოდა. ისინი ვიღაცას მიჰქონდა, თუმცა, მამაკაცს არ უთხოვია, არ ყიდულობდა და არც გამოუწერია.

ეზოში გამოსულ მამაკაცს შესაძლოა ერთ დღეს  ერთი გაზეთი დახვედროდა, თუმცა, სხვა დღეს ათამდე გაზეთი ხვდებოდა.

Zooclub

მეტიც, ჯეიმსმა თავისი სახლის კართან რამდენჯერმე ტელეფონების წიგნაკიც აღმოაჩინა.

Zooclub

მას წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იყო იდუმალი ფოსტალიონი, ამიტომ სახლთან ღამის სათვალთვალო კამერა დააყენა.

Zooclub

და აი, სიმართლეს ფარდა აეხადა! რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჯეიმსის სახლთან გაზეთები მელიებს მიჰქონდათ.

Zooclub

მამაკაცის თქმით, ეს დამნაშავეების მთელი ჯგუფია, რადგან სათვალთვალო კამერაში კარგად ჩანს სულ მცირე 3 მელია.

Zooclub

"საიდან მოაქვთ მათ გაზეთები? გაუგებარია. ფოტო და ვიდეო მასალის გარეშე ამ ამბავს არავინ დამიჯერებდა", - ამბობს სახლის პატრონი.

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავეებს "ფარდა აეხადათ", თავიანთ საქმიანობას კვლავაც აგრძელებენ.

Zooclub

"აი, მელიების დღევანდელი ფოსტა - ცხრა ტელეფონის წიგნაკი და ათი გაზეთი", - წერს ჯეიმსი სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.

როგორც ჩანს, გარეული ცხოველები შეჩერებას არ აპირებენ. მამაკაცს მხოლოდ ის დარჩენია, მოიფიქროს, თუ სად წაიღოს დიდი რაოდენობის ქაღალდის ნარჩენები.

ასევე იხილეთ:

უსინათლო ენოტმა კნუტები ადამიანთან მიიყვანა და მათი სიცოცხლე გადაარჩინა

წყვილმა ირმების მასიური თვითმკვლელობა ვიდეოზე შემთხვევით გადაიღო

ის სამკურნალო მცენარის საძებნელად ტყეში წავიდა და დაიკარგა... იდუმალმა თეთრმა ძაღლმა მისი სიცოცხლე გადაარჩინა და გაუჩინარდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?