ამ ძაღლს იმდენად უყვარს ფოსტის მიღება, რომ ზოგჯერ ფოსტალიონს იმპროვიზირება უწევს
ამ ძაღლს იმდენად უყვარს ფოსტის მიღება, რომ ზოგჯერ ფოსტალიონს იმპროვიზირება უწევს
ძაღლ პიპას ძალიან მოსწონს ფოსტის მიღება, შემდეგ ეს ფოსტა პატრონებთან დიდი სიხარულით მიაქვს. ის ყოველი დღე იმედიანი თვალებით გაჰყურებს კარს, ხოლო როდესაც ფოსტალიონი მარტინ სტრუდერი გამოჩნდება, მაშინვე სიხარულით ეგებება, რათა წერილები და გაზეთები გამოართვას. არის შემთხვევები, როდესაც პიპას ოჯახის სახელზე გზავნილი არ არის, მარტინი ამ დროს იმპროვიზირებას ახდენს იმისათვის, რომ ძაღლს გული არ ატკინოს.

მარტინ სტრუდერი უკვე დიდი ხანია, მუშაობს ავსტრალიის ფოსტაში და მას ძალიან უყვარს ძაღლები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყოველთვის არ პასუხობენ მის კეთილგანწყობას.

პიპა სხვა ძაღლებისგან ძალიან
განსხვავდება. მარტინის გამოჩენა მისთვის ნამდვილი დღესასწაულია, ის ბედნიერი სახით მირბის მამაკაცთან და იმედიანი თვალით უცდის,
სანამ ფოსტას მიიღებს.

Zooclub

"ზოგჯერ პიპა იმ დროსაც მორბის ჩემკენ, როდესაც მისი ოჯახისთვის გზავნილი არ მაქვს, ამიტომ იმპროვიზირებას მივმართავ."- წერს მარტინი სოციალურ ქსელში.

მან ფურცელზე თავად  დაწერა პირადად პიპასთვის განკუთვნილი გზავნილი და ძაღლს გადასცა.

Zooclub

პიპამ სიხარულით გამოართვა "წერილი" და ბედნიერი გაიქცა სახლისკენ.

Zooclub

მას შემდეგ, რაც პიპას ფოტოები  სოციალურ ქსელში გავრცელდა, ცხოველი ძალიან პოპულარული გახდა. 

ასევე იხილეთ:

ამ მუსიკოსებს მეტად უცნაური თაყვანისმცემელი ჰყავთ

როგორი სახით შეხვდა ცხოველების სასტუმროში დატოვებული ძაღლი არდადეგებიდან დაბრუნებულ პატრონებს?

ბედნიერი ძაღლი ნაყინის მანქანას დიდი სიხარულით ხვდება (+ვიდეო)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?