უსინათლო ენოტმა კნუტები ადამიანთან მიიყვანა და მათი სიცოცხლე გადაარჩინა
ეს საოცარი ისტორია ერთ პატარა ქალაქში მოხდა. მამაკაცს, რომელიც ტყის სიახლოვეს ცხოვრობს, ყოველდღე აკითხავდა უსინათლო ენოტი.

ცხოველი ყოველ დილით საკვებისთვის სტუმრობდა ერნს, ზოგჯერ სადილზე ან ვახშმის დროსაც გამოჩნდებოდა, ხოლო შემდეგ კვლავ ტყეში ბრუნდებოდა.

"მისი თვალები ყოველთვის ღია მწვანედ ანათებდა. ის იყო უსინათლო და მაღალი ბალახის, თოვლის, ქარისა და ფრინველების ძალიან ეშინოდა", - ამბობს მამაკაცი.

Zooclub

შესაძლოა, ეს ისტორია მხოლოდ უსინათლო ენოტსა და კეთილ ადამიანზე ყოფილიყო, მაგრამ ცხოველის გამოჩენიდან 5 წლის შემდეგ ისეთი საოცარი რამ მოხდა, რის გამოც ეს ამბავი ცხოველთა მოყვარულების
გაოცებას იწვევს. 

ერთ დღეს ენოტი ერნს ორ შავ კნუტთან ერთად ესტუმრა. ისინი უსინათლო ცხოველს გვერდიდან
არ შორდებოდნენ. მამაკაცმა სამივე დააპურა.

Zooclub

მას შემდეგ პატარა არსებები ენოტთან ერთად ყოველდღე აკითხავდნენ მამაკაცს. როგორც ჩანს, ეს იყო ურთიერთსარგებელი - კნუტები ენოტს გადაადგილებაში ეხმარებოდნენ, ხოლო ცხოველს შინაური ბინადრები მიყავდა კეთილ ადამიანთან, რომელიც მათ საკვებით უმასპინძლდებოდა.

რამდენიმე თვის შემდეგ ენოტი მოკვდა. მან ველურ ბუნებაში მხედველობის გარეშე თითქმის 6 წელი იცოცხლა, რაც ენოტისთვის თითქმის რეკორდული ასაკია (ისინი საშუალოდ 3 წელს ცოცხლობენ). ნაწილობრივ, ეს ერნის დამსახურებაც იყო, რადგან ამ ხნის განმავლობაში იგი გარეულ არსებას კვებავდა.

ცხოველის სიკვდილმა დააღონა არა მარტო მამაკაცი, არამედ ორი მეგობარი კნუტიც. ერნის კნუტების აყვანა სურდა, თუმცა, მათი ნდობის მოსაპოვებლად დიდი დრო დასჭირდა.

საბოლოოდ, მან დაიმსახურა პატარა არსებების ნდობა და სიყვარული.

Zooclub

კნუტები დაახლოებით 6 თვემდე იყვნენ, ეს კი ნიშნავს, რომ ისინი ენოტმა თითქმის დაბადებიდან შეიფარა და დედა შეუცვალა.

ერნის თქმით, კატები ერთმანეთთან ძალიან არიან მიჯაჭვულნი და თითქმის ყველაფერს ერთდროულად აკეთებენ.

Zooclub

ასეთი ჯადოსნური დასასრული აქვს ამ ისტორიას. დღეს კატები ბედნიერები არიან მზრუნველი ადამიანების გარემოცვაში. მთავარია, რომ მათ ოჯახი აქვთ და ყოველივე იმ უსინათლო ენოტის დამსახურებაა, რომელმაც უსუსური არსებები შეიფარა და კეთილ ადამიანთან მიიყვანა.

ასევე იხილეთ:

ვერ წარმოიდგენთ, რას მალავდა გადარჩენილი ძაღლი თათებთან

ამბავი ჯარისკაცზე და ციყვზე, რომლებიც განუყრელი მეგობრები გახდნენ

მოხუცი სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლიდა, როცა მის ცხოვრებაში სასწაული მოხდა...

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?