სიმფონიური ორკესტრის კონცერტზე დაუპატიჟებელი სტუმარი პირდაპირ სცენაზე მოკალათდა (სახალისო ვიდეო)
სტამბულში გამართულ სიმფონიური ორკესტრის კონცერტს კატა პირდაპირ სცენაზე ესტუმრა. მუსიკოსების არაერთი მცდელობა, რომ კატა სცენიდან გაეყვანათ, უშედეგო აღმოჩნდა.

დირიჟორმა კონცერტი კატის თანდასწრებით დაიწყო. ცხოველი მშვიდად მოკალათდა სცენის კიდეზე და მაყურებლებს თვალს ადევნებდა.

დამსწრეები მას ფოტო/ვიდეოს უღებდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფუმფულა ბინადარი წარმოდგენას ბოლომდე დაესწრო და მხოლოდ იმ დროს გადაწყვიტა ტერიტორიის დატოვება, როდესაც დამსწრე საზოგადოება დაიშალა.

ასევე იხილეთ:

ლაბრადორი კონცერტის მსვლელობისას ვენის კამერულ ორკესტრს შეუერთდა

ძროხების ნახირი მინდვრიდან გამოიქცა და ერთად შეგროვდა, რათა დამწყები საქსაფონისტისთვის მოესმინათ

ძაღლი პატრონს არ მიყვებოდა, სანამ ქუჩის
მუსიკოსს ბოლომდე არ მოუსმინა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?