ძროხების ნახირი მინდვრიდან გამოიქცა და ერთად შეგროვდა, რათა დამწყები საქსაფონისტისთვის მოესმინათ (სახალისო ვიდეო)
ორეგონის შტატში მცხოვრებმა რიკ ჰერმანმა საქსაფონზე დაკვრა არც თუ ისე დიდი ხანია ისწავლა. მამაკაცმა თავისი პირველი "კონცერტი" ძროხებისთვის გამართა. პირველივე ჰანგებზე, ჩლიქოსანი აუდიტორია მინდვრიდან გამოიქცა და მამაკაცის სიახლოვეს დადგა, რათა მუსიკისთვის მოესმინათ.

რიკის ქალიშვილმა სახალისო წუთები ვიდეოზე გადაიღო და ინტერნეტ სივრცეში განათავსა, რასაც მცირე დროში 11 მილიონამდე ნახვა ჰქონდა.

მამაკაცმა ძროხებისთვის სტივი უანდერისა და ჯორჯ მაიკლის სიმღერების მელოდია შეასრულა.

"ჩემი მშობლები იმდენად უცნაურები არიან, რომ ისინი ქალაქგარეთ გავიდნენ, რათა მამაჩემს ძროხებისთვის კონცერტი ჩაეტარებინა", - წერს რიკის შვილი სოციალურ ქსელში.

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

უეცრად ორივე სპილო ვიოლინოს ჰანგებზე აცეკვდა

რას აკეთებენ ძროხები, როდესაც პატარა გოგონა გარმონზე უკრავს?
noe
ეს როდის გააკეთეს "უდიპლომო სასიძოში". სიახლე ნაღდად არ არის ქართველებისთვის...
კ ო მ ბ ლ ე
მერე მივა ვიღაც გიჟი და ყელში დანას გამოუსმევს, ეს განა ნორმალურია? მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, ადამიანები!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?