უეცრად ორივე სპილო ვიოლინოს ჰანგებზე აცეკვდა... (+ვიდეო)
უეცრად ორივე სპილო ვიოლინოს ჰანგებზე აცეკვდა... (+ვიდეო)
თავიანთი მოუხეშავი გარეგნობის და გაბარიტების მიუხედავად, სპილო ძალიან ფაქიზი, გემოვნებიანი და ჭკვიანი ცხოველია. ზოგ სპილოს ხატვა შეუძლია, ზოგს კი - ფორტეპიანოზე დაკვრა. საერთოდ, ეს გიგანტები მუსიკას აღმერთებენ.

აი, რა დაწერა ვისკონსინის სიმფონიური ორკესტრის მევიოლინემ ელინორ ბაჩმა იუთუბზე, იმ ვიდეოს აღწერაში, სადაც ჩანს როგორც ცეკვავს ორი სპილო ვიოლინოს ჰანგებზე:

"ბარაბუში, ცირკის სამყაროს მუზეუმში ვიყავით ჩასულები კონცერტის ჩასატარებლად. ვიფიქრე, გარეთ გავალ და კელისთვის და ვიოლასთვის - 44 და 45 წლის სპილოებია, ბახის სავიოლინო კონცერტს დავუკრავ-მეთქი. ასეც ვქენი, ჰოდა, ბახი ნამდვილად მოეწონათ".

იხილეთ
ვიდეო
pipinia
გენაცვალეთ:) აი რატომ მიყვარს სპილოები აბა ამას რომელი ცხოველი იზავდა :)))))))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?