სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ძაღლებს რეგის სტილის მუსიკა მოსწონთ
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ძაღლებს რეგის სტილის მუსიკა მოსწონთ
ძაღლები მუსიკალურ მიმდინარეობებს შორის უპირატესობას ანიჭებენ რეგეის და "სოფთ-როკის" მოსმენას. სწორედ ეს შედეგი მიიღო გლასგოში ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც სპეციალისტებს  BBC News-მა დაუკვეთა.

"მთლიანობაში, ექსპერიმენტის შედეგები გვაჩვენებს, რომ ადამიანების მსგავსად, ძაღლებსაც აქვთ ინდივიდუალური მუსიკალური გემოვნება. რეგეიმ და სოფთ-როკმა შინაურ ბინადრებში გამოიწვია ცვალებადი, პოზიტიური ქცევები", - ამბობს უნივერსიტეტის პროფესორი ნეილ ევანსი.

ექსპერიმენტი ტარდებოდა შოტლანდიური  ორგანიზაცია -  "ცხოველთა სასტიკი ქცევის წინააღმდეგ" თანამონაწილეობით.

"მომავალში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს შეგვიძლია შევუქმნათ საკუთარი Playlist-ი ", -ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი ჯილი მენდეს ფერეირა.

ძაღლების ფავორიტ მომღერლებსა და ჯგუფებს შორის არიან:
Lee "Scratch" Perry, Bob Marley, Jimmy Cliff, Black Uhuru, Burning Spear.
სოფთ-როკის პოპულარულ შემსრულებლებს შორის აღმოჩნდნენ: Fleetwood Mac, Eagles,

Kansas, Steely Dan.

ასევე იხილეთ:

რას ხედავენ ძაღლები ტელევიზორის ყურებისას

სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ძაღლები სიზმარში თავიანთ პატრონებს ხედავენ

იაპონიაში შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ძაღლის სურვილებსა და განწყობას გადმოსცემს


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?