ძაღლი პატრონს არ მიყვებოდა, სანამ ქუჩის მუსიკოსს ბოლომდე არ მოუსმინა (+ვიდეო)
ძაღლი პატრონს არ მიყვებოდა, სანამ ქუჩის მუსიკოსს ბოლომდე არ მოუსმინა (+ვიდეო)
არაერთ ადამიანს ჰქონია შემთხვევა, როდესაც მიდის ქუჩაში, მიწისქვეშა გადასასვლელში გადადის, ძალიან ჩქარობს, მაგრამ მაინც ჩერდება, რათა ქუჩის მუსიკოსს მოუსმინოს. ამ ვიდეოში ძაღლი სწორედ ასე იქცევა. ცხოველი პატრონს არ მიყვებოდა, სანამ ბარსელონას მოედანზე ქუჩის მუსიკოსი უკრავდა.

"YouTube"-ზე ვიდეო ერთ-ერთმა თვითმხილველმა განათავსა. კადრებში კარგად ჩანს, ოქროსფერი რეტრივერი, რომელიც მოედნის ცენტრში ჩერდება, პატრონის ბრძანებას არ ემორჩილება და მიწაზე წვება. როგორც ჩანს, ძაღლს უბრალოდ მოეწონა მელოდია და გადაწყვიტა ბოლომდე მოესმინა.

როგორც კი მელოდია დასრულდა, ძაღლი კმაყოფილი ადგა და პატრონს გაჰყვა.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ინტერნეტის
სენსაცია - დრამერი ძაღლი პატრონთან ერთად უკრავს


უსახლკარო მუსიკოსი უსახლკარო კატას შეხვდა და ამ შეხვედრამ
მათი ცხოვრება შეცვალა


კონცერტი ოთხი კნუტისთვის
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?