ბობი მეტროსთან იჯდა. მას ფეხი ჰქონდა დაზიანებული და ეს ტრავმა, როგორც ჩანს, სხვა კატასთნ ჩხუბში ჰქონდა მიღებული. ბობი ჯეიმსს გაყვა და მუსიკოსმა უბრალოდ ვერ შეძლო მისი იგნორირება. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა ჯეიმსმა, რომ ეს საოცარი მეგობრობის დასაწყისი იყო, რაც მის ცხოვრებას სრულიად შეცვლიდა.

ჯეიმსი კატის პატრონის პოვნას შეეცადა, მაგრამ არავინ მივიდა, რომ წაეყვანა
მას შემდეგ ჯეიმსი და ბობი განუყრელები გახდნენ. ბობი ჯეიმსს ყველგან დაყვებოდა.

იმ პერიოდში ჯეიმსი თავისი ცხოვრების აწყობას ცდილობდა და კატამ მხარი დაუჭირა, რაც მას ასე სჭირდებოდა.
როდესაც ჯეიმსი ქუჩაში უკრავდა, ბობი მასთან ერთად იყო. მათი საერთო შემოსავალი საკმაოდ გაიზარდა!

როგორც ჩანს, ეს თავად ბედი იყო: ისინი საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდნენ. ჯეიმსი თვლის, რომ ბობმა მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.

რა საოცარი მეგობრობა აქვთ ამ ორს!
ჯეიმსმა დაწერა წიგნი ბობისა და თავის თავგადასავლებზე და იმაზე, თუ როგორ შეცვალა ამ საოცარმა კატამ მისი ცხოვრება: "ქუჩის კატა, სახელად ბობი: როგორ იპოვეს ადამიანმა და მისმა კატამ ქუჩაში იმედი".
