![უყვარხართ თუ არა თქვენს კატას? 6 ნიშანი, რითაც საბოლოოდ გაიგებთ სიმართლეს Zooclub](/images/stories/1-seqtemberi-2014/katebis-siyvaruli 1.jpg)
კატა ყოველთვის ახლოსაა სადაც არ უნდა წახვიდეთ.
გაითვალისწინეთ, რომ კატები ცხოველები არიან, რომლებიც მხოლოდ თავისი სურვილით დადიან იქ, სადაც უნდათ. ამიტომ თუ ის თქვენ დაგყვებათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენზე ძალიან არის შეჩვეული.
![უყვარხართ თუ არა თქვენს კატას? 6 ნიშანი, რითაც საბოლოოდ გაიგებთ სიმართლეს Zooclub](/images/stories/1-seqtemberi-2014/katebis-siyvaruli 2.jpg)
როდესაც თქვენი კატა
როგორც კატების საქციელის მკვლევარი ჯონ ბრედშოუ ამტკიცებს, აწეული კუდი ნიშნავს, რომ კატა კმაყოფილია და ძალიან კარგ ხასიათზეა. როგორც ჩანს თქვენ მოსწონხართ თქვენს კატას.
![უყვარხართ თუ არა თქვენს კატას? 6 ნიშანი, რითაც საბოლოოდ გაიგებთ სიმართლეს Zooclub](/images/stories/1-seqtemberi-2014/katebis-siyvaruli 3.jpg)
თქვენი კატა ხანდახან თვალს გიკრავს.
კატების თვალის ჩაკვრა კოცნის ტოლფასია. თვალის ჩაკვრით კატა გეუბნებათ, რომ თავს უსაფრთხოდ გრძნობს.
![უყვარხართ თუ არა თქვენს კატას? 6 ნიშანი, რითაც საბოლოოდ გაიგებთ სიმართლეს Zooclub](/images/stories/1-seqtemberi-2014/katebis-siyvaruli 4.jpg)
კატა სახეს გილოკავთ და თმებზე გეთამაშებათ.
როდესაც კატა იწყებს პატრონის ლოკვას, ეს ნიშნავს, რომ ენდობა მას. ეს თავის მხრივ სიახლოვის ნიშანია.
![უყვარხართ თუ არა თქვენს კატას? 6 ნიშანი, რითაც საბოლოოდ გაიგებთ სიმართლეს Zooclub](/images/stories/1-seqtemberi-2014/katebis-siyvaruli 5.jpg)
კატა ლოყით გეხახუნებათ.
კატების ლოყებზე არის ფერომონები. როდესაც კატა გეხახუნებათ, ის ავრცელებს ამ სურნელს, რასაც ადამიანი ვერ გრძნობს. იცოდეთ, რომ ეს მეგობრული ნიშანია.
![უყვარხართ თუ არა თქვენს კატას? 6 ნიშანი, რითაც საბოლოოდ გაიგებთ სიმართლეს Zooclub](/images/stories/1-seqtemberi-2014/katebis-siyvaruli 6.jpg)
კატას მოაქვს თქვენთვის საჩუქრები.
დედა კატები თავის კნუტებს არა მხოლოდ ნადირობას ასწავლიან, არამედ იმის დემონსტრირებას, თუ რა დაიჭირეს. ამიტომ მოაქვთ თქვენთვის თაგვი, ან ჩიტი. კატა იმ ოჯახის წევრად აღგიქვამთ, რომელიც უბრალოდ ცუდად ნადირობს.
მაშ ასე - ყველა საიდუმლო გახსნილია.