აღმოსავლური კარამელი
აღმოსავლური კარამელი
ეს უჩვეულო ფერი თავიდან აღმოსავლურ ჯიშში გაჩნდა, შემდეგ კი მისი გენი ბრიტანულ მოკლებეწვიან ხაზებს გადაეცა. კარამელი დღესაც იშვიათი შეფერილობაა. ძველად ასეთ კატას პასტელს უწოდებდნენ.

ისტორია

ასეთი შეფერილობის კატების მოშენება შედარებით რთულია ამ ნიშნის განმსაზღვრელი გენის ბუნების გამო. კარამელი დომინანტური ნიშანია და გავლენას ახდენს ბაც შეფერილობებზე _ ამ გენის მქონე კატა არასოდეს იქნება ჩალის, ლილის ან ცისფერი _ მხოლოდ კარამელი! თუმცა ამ შეფერილობის კატები სოლიდებს არ მიეკუთვნებიან: გვხვდება კარამელი ტაბი; ზოგჯერ მისი გავლენა კუსფერ კატებშიც შეინიშნება. უნდა ითქვას, რომ კ
არამელისფერი დიდი ინტერესით არ სარგებლობს, განსაკუთრებით, როცა საქმე აღმოსავლური კატების ჯგუფს ეხება, რომელიც შეფერილობათა დიდი სიმრავლით გამოირჩევა. ზრდასრულ
კარამელისფერ კატებს მოცისფრო-ჩალისფერი პრიალა ბეწვი აქვთ, რომელიც ზოგჯერ ლითონურ ელვარებასაც იძენს. ფერი მთელ სხეულზე თანაბრად არის განაწილებული და არ ღიავდება ქვედა ნაწილებზე, როგორც ეს ბურმანულ კატას, იგივე ბურმას, ახასიათებს.


ბურმანული კატის მოშენება

ეს შეფერილობა სხვა ჯიშებში მაინცდამაინც ვერ განვითარდა. ბურმანული კარამელი ჯერაც მხოლოდ ახალ ზელანდიაში გვხვდება, სადაც იგი გენეტიკოსებმა 1970-იანი წლებში დაწყებული სელექციური პროგრამის ფარგლებში გამოიყვანეს. ახლა აშკარაა, რომ ამ კატების შეფერილობა დამოკიდებულია წინაპრების სხეულის ძირითად ფერზე, განსაკუთრებით ლილისფერზე. ბურმანული კარამელის ტანის ქვედა ნაწილი შედარებით ღია ფერისაა. ამ კატების ბეწვი, როგორც წესი, ჩალისფერია, ტანის ქვედა ნაწილზე _ მოყვითალო-თაფლისფერი და შესამჩნევად დაჰკრავს ლილისფერი.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?