ყველაზე ძვირად ღირებული კატა მსოფლიოში
ყველაზე ძვირად ღირებული კატა მსოფლიოში
კატები უკვე ათას წელზე მეტია, ცხოვრობენ ადამიანების გვერდით და დიდი ხანია, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შინაური ცხოველია დედამიწაზე. ძველ ეგვიპტელებს ეს ლამაზი და გრაციოზული არსება თავის სამფლობელოებში ჰყავდათ და მას ეთაყვანებოდნენ.

დღეს მეცნიერები ცდილობენ, კატის რაც შეიძლება მეტი სახეობის ახალი ჯიში შექმნან. სწავლულების მიერ გამოყვანილი ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ჯიში გახლავთ – აშერა (Ashera). ის ამერიკაში გამოიყვანეს და კატებს შორის ყველაზე ძვირად ღირებული სახეობაა.
აშერა სიგრძეში 1 მეტრამდე იზრდება და მის წონამ შეიძლება 14 კგ-საც მიაღწიოს.

ალბათ, ერთხელ მაინც გინახავთ ფილმში ან წიგნის
ილუსტრაციაში ადამიანის ფერხთით მშვიდად წამოწოლილი ლეოპარდი. ამერიკელმა მეცნიერებმა ეს ზღაპარი თავის ხალხს რეალობად უქციეს და
შექმნეს აშერა, რომელიც ძალიან ჰგავს გარეულ კატას და მასში აზიური ლეოპარდის გენებია. თუმცა, სრულიად საპირისპიროა ბუნებით – მტაცებლისგან განსხვავებით ძალიან თბილი, მეგობრული და მოსიყვარული ცხოველია.

ასე რომ, თუ თქვენ გადაწყვეტთ, შეიძინოთ ამ ჯიშის გრაციოზული, საყვარელი და ლამაზი კატა, სულ რაღაც 22 000 დოლარის გადახდა მოგიწვეთ და ეს ფისო თქვენი გახდება. სამაგიეროდ, კატას ერთწლიანი გარანტიაც მოჰყვებაSmile.

ტეგები
რა მნიშვნელობა აქვს
ძმარავს ამ ხალხს? ძაღლები და კატები კი არა ხალხიი წყდება შიმშილით
მარი=)
ჩვეულებრივი კატაა,მერე რა რომ ლეოპარდის გენები აქვს!
ლიკა
რა მაგარი კატააა, თვალებ ი ზედ დამრჩა. :)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?