ლაბრადორი კონცერტის მსვლელობისას ვენის კამერულ ორკესტრს შეუერთდა (+ვიდეო)
ვენის კამერული ორკესტრის კონცერტზე, რომელიც თურქეთის ქალაქ ეფესოში გაიმართა, სცენაზე ძაღლი გამოვიდა.

"Daily Mail"-ის ცნობით, ფესტივალზე (IKSEV) მენდელსონის №4 სიმფონიის შესრულების დროს, ორკესტრს ლაბრადორი შეუერთდა. მან ნელა ჩაუარა მუსიკოსებს და დირიჟორის ახლოს დაწვა.

მევიოლინე, ვის გვერდითაც ძაღლი დაწვა, ღიმილით აპარებდა თვალს მოულოდნელი სტუმრისკენ და დაკვრას აგრძელებდა. მაყურებელი ძაღლის გამოჩნას ღიმილითა და აპლოდისმენტებით შეხვდა.

ვიდეო ტვიტერზე თურქმა პიანისტმა ფაზილ სეემმა გამოაქვეყნა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?