სასაცილო ძაღლი უჩვეულო ცხვირით ახალ პატრონს წლების განმავლობაში თავშესაფარში მოთმინებით ელოდა და მისთვის ბედნიერი დღეც დადგა
სასაცილო ძაღლი უჩვეულო ცხვირით ახალ პატრონს წლების განმავლობაში თავშესაფარში მოთმინებით ელოდა და მისთვის ბედნიერი დღეც დადგა
ძაღლმა, სახელად ჯუდიმ, რამდენიმე წელი თავშესაფარში გაატარა. ის ელოდებოდა იდეალურ ოჯახს, თუმცა, ცხოველის შესარჩევად მისული პოტენციური პატრონები, მისი უცნაური ცხვირის გამო, არჩევანს სხვა ძაღლზე აკეთებდნენ და ჯუდის წლები დასჭირდა, რათა ვინმეს აეყვანა.

ძაღლი ბუნებამ უჩვეულო გარეგნობით დააჯილდოვა - ლამაზი, თუმცა არასტანდარტული ცხვირით. ჯუდი სამი წელი ცხოვრობდა Big Dog Ranch Rescue-ის (აშშ) თავშესაფარში, სანამ ამერიკას ქარიშხალი დორიანი თავს დაატყდებოდა. სწორედ ამიტომ ის დროებით ოჯახში მიიყვანეს, სადაც მან ყველა წევრს თავი შეაყვარა. საბოლოოდ, მან მოსიყვარულე პატრონები იპოვა.

მიუხედავად გარეგნობისა, ექვსი წლის ჯუდი ჭკვიანი,
მოსიყვარულე და კარგად აღზრდილია.

თავშესაფრის თანამშრომლები ძაღლს გულშემატკივრობდნენ და წლების განმავლობაში მის გაჩუქებას ცდილობდნენ. ჯუდიც
მოთმინებით ელოდა იდეალურ ოჯახს, სადაც მას გარეგნობის მიუხედავად, შეიყვარებდნენ.

ქარიშხლის გამო ძაღლი დროებით გადაიყვანეს ჯენიფერ მურისა და ჯოზეფ კარვერის ოჯახში, სადაც ორი ძაღლი ცხოვრობდა. როდესაც ჯუდის თავშესაფარში დაბრუნების დრო დადგა, ჯენიფერმა და ჯოზეფმა მისი ოფიციალურად აყვანა გადაწყვიტეს, რადგან ოთხფეხა ბინადარმა მათ მოკლე დროში თავი უზომოდ შეაყვარა.

Zooclub

უჩვეულო გარეგნობის ძაღლით არა მხოლოდ ოჯახის წევრები, არამედ მეზობლებიც მოხიბლულნი არიან. ჯუდის პატრონები იმედოვნებენ, რომ ეს ისტორია ძაღლის თავშესაფრიდან აყვანას სხვებსაც შთააგონებს. "ეს ძაღლები არანაკლებ სიყვარულსა და ზრუნვას იმსახურებენ, ჯიშიან კომპანიონ ცხოველებთან შედარებით", - ამბობს ჯუდის პატრონი

წყარო: metro.co.uk

ასევე იხილეთ: 

უჩვეულო გარეგნობის ძაღლმა არაერთი ადმიანის გული დაიპყრო

ცხოველთა მოყვარულებმა ქუჩიდან აიყვანეს უპატრონო ლეკვი, რომელსაც შუბლზე კუდი აქვს

გერმანული ნაგაზი, იშვიათი დაავადების გამო, სამუდამოდ ლეკვად დარჩება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?