არაჩვეულებრივი ძაღლი ორი ცხვირითა და დიდი გულით (+ფოტო)
არაჩვეულებრივი ძაღლი ორი ცხვირითა და დიდი გულით (+ფოტო)
სნაფლსი ძალიან კეთილი ძაღლია, მაგრამ გენეტიკური დარღვევის გამო მისი აყვანა არავის უნდოდა.

იგი ორი ცხვირით დაიბადა. არაფერშია დამნაშავე – ეს მუტაცია და ვეღარაფერი ეშველება. მაგრამ ამის გამო არავის უნდოდა მისი აყვანა. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ძაღლი ძალიან მეგობრულია.

მან უკვე ოთხი ოჯახი გამოიცვალა – ყველა ოჯახმა უკან დააბრუნა.

დასანანია, როდესაც ცხოველს მხოლოდ შესახედაობით არჩევენ. მთავარი ხომ შინაგანი სილამაზეა – რაშიც სნაფლსს ტოლი არ ჰყავს. ნაპერწკალი მის თვალებში იმის დამამტკიცებელია, რომ მას კეთილი გული აქვს.

ისი ორი ცხვირი კი ნიშნავს, რომ ის შესანიშნავი მაძებარია. მაგალითად, მას შეუძლია პატრონის ჯიბეებში სასუსნავის უპრობლემოდ პოვნა.

Zooclub

ძაღლის ცხოვრება არაა ადვილი,
მაგრამ სნაფლსსი არ იწყენს. და აი, თებერვლიდან ის ახალ ოჯახში ცხოვრობს, სადაც ის უყვართ და არასოდეს მიატოვებენ.


იხილეთ ფოტოგალერეა
@
ისეთი ნაღვლიანი თვალები აქვს ეტყობა ადამიანივით განიცდის
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?